მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა გრიგოლ პალამა (ლათინთა მიმართ) (მე-14 საუკუნე)
წმიდა გრიგოლ პალამა (ლათინთა მიმართ) (მე-14 საუკუნე)23-11-2012, 12:48 |
ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ ერთობაში, ვიდრე არ შეწყვეტთ იმის მტკიცებას, რომ სულიწმიდა ძისაგან გამოდის. ამ სიტყვებით თქვენ აშკარად აკეთებთ დამატებას თვითმყოფადი ჭეშმარიტების, ქრისტეს, სიბრძნეზე, რომელიც მან წარმოთქვა წმიდა და თაყვანისცემულ სულზე, და ამ მთავარ სწავლებაში ეწინააღმდეგებით მას, ვინც ყველაზე უმთავრესში ასე სიბრძნისმეტყველებს: „სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს" (იოანე 15.26). თქვენ ეწინააღმდეგებით იმათ, ვინც თავად იხილა და უსმინა უფალს, ვინც იყვნენ მისი მოწაფეები და მოციქულები, და მეტიც, მათ გარდა თქვენ თვით სულიწმიდას ეწინააღმდეგებით, რომელმაც ასწავლა მათ ყველაფერი და არ უსწავლებია ის, რომ იგი გამოვალს არა მარტო მამისაგან, არამედ ძისაგან. თქვენ შეგაქვთ ესოდენ არაბუნებრივი დამატება სარწმუნოების იმ განსაზღვრებაში, რომელიც დაწერეს ძველმა მამებმა, ერთად შეკრებილებმა, სულიწმიდის შთაგონებით და გადმოგვცეს როგორც სიტყვა უტყუარი სარწმუნოებისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა; როგორც სასინჯი ქვა წმიდა ღმრთის შემეცნებისა და მტკიცე აღმსარებლობა ყველასათვის, ვისაც სურს სწორად შეიცნოს ჭეშმარიტების სიტყვა [39, გვ. 35]. უკან დაბრუნება |