მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ადამის ცოდვა (ნაწილი 3)

ადამის ცოდვა (ნაწილი 3)


12-11-2018, 00:02

 

 

   მამა ლაზარეს რჩევით, „პირველყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ გარემოებას - ის უდავო ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანს ღვთის მართლმსაჯულება სიკვდილით სჯის, თითქმის არსად განიხილება ცალკე, გამოყოფილად იმ მეორე ჭეშმარიტებისაგან, რომ ყველა ადამიანს ძალუძს ცხონება ერთი ადამიანის - იესო ქრისტეს მადლით. თუკი ცალ-ცალკე განვიხილავთ ამ ორ ჭეშმარიტებას, შესაძლოა, არცთუ სამართლიანად მოგვეჩვენოს ზოგიერთი ასპექტი.

   მაგრამ არც წმინდა წერილში, არც წმინდა მამებთან არასდროს განხილულა ეს საკითხი ცალ-ცალკე, დანაწევრებულად. ღვთის მართლმსაჯულებაზე საუბრისას ყოველთვის ღვთის სიყვარულსა და კაცთმოყვარებაზეა მინიშნება. ერთიც და მეორეც ურთიერთკავშირში განიხილება ადამიანის ცხონების საკითხში.

   ამგვარი შედარება საკმაოდ ხშირად გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლეში: „რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროს მადლი იგი ღმრთისა და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესო ქრისტესითა მრავალთა მიმართ აღემატა" (რომ. 5. 15). იმავე აზრი იკვეთება (რომ. 5. 16; 5. 17; 5. 18; 5. 20; 5. 21).

   ასე რომ, ყველგან, სადაც საუბარია „ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვა სიკვდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლესა მიერ ცხოვრებად საუკუნოდ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა"... (რომ. 5. 21).

   ამრიგად, არაფრით შეიძლება ამ ორი თვისების - მართლმსაჯულებისა და კაცთმოყვარების დაშორება ჩვენი გამოსყიდვის საიდუმლო ამ ორივე თვისებაზეა აგებული და არა რომელიმეს უპირატესობაზე.

   მამა ლაზარე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ პირველქმნილ ცოდვაში ეკლესია მარტო ცოდვისადმი ჩვენს მიდრეკილებებს მოიაზრებს. არ არის ასე მარტივად, რომ ადამიანი ადამის მსგავსად ხშირად ნებით მიილტვის ღვთის საწინააღმდეგოსაკენ და პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ ცოდვაზე იღებს, ადამისაგან კი მხოლოდ ცოდვისაკენ ერგო წილად. არა! პირველქმნილი ცოდვა გაცილებით უფრო სიღრმისეული ცნება გახლავთ.

   ადამის ცოდვაზე მსჯელობისას ჩვენი გაამსოფლიურებული გონება დაჟინებით ცდილობს იპოვოს პირადი, ნებსით და შეგნებულად ჩადენილი ცოდვა და სწორედ ამ კონკრეტულ ცოდვას მიაბას ბრალეულობა და სასჯელი. ეს იმიტომ გვემართება, ამბობს მამა ლაზარე, რომ სარწმუნოებრივი დოგმატის განხილვის დროს გვეკარგება მთლიანი სურათი და ვივიწყებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დოგმატის დანაწევრებული გააზრება.

   ისაუბრო მხოლოდ ღვთის მართლმსაჯულებაზე ან მის კაცთმოყვარებაზე, ისევე როგორც ისაუბრო ადამის ცოდვაზე და არაფერი თქვა ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლზე, ეს ნიშნავს ისაუბრო აბსტრაქტულად, არ თქვა ჭეშმარიტებაზე ძირითადი სათქმელი.

   ყოველივე ეს განაპირობებს „ზეწოლას", აქცენტირებას ცალკეული პიროვნების პირად ცოდვაზე განსაკუთრებული სიცხადით წარმოჩნდა ეს გაუგებრობა ჩვილებთან დამოკიდებულებაში - მათ ხომ არ შეეძლოთ ცოდვის ჩადენა და მისთ...

   მსგავს ვერგაგებას დოგმატისას მივყავართ პოლემიკაზე და სხვადასხვაგვარ ეჭვებამდე უნათლავად მომწყდარი ჩვილების ხვედრის შესახებ, მაგრამ:

   პირველქმნილი ცოდვის საკითხს ნამდვილად მივყავართ ჩვილების ნათლობის აუცილებლობამდე. მამა ლაზარე კართაგენის კრების (418 წ.) პელაგიური ერესის წინააღმდეგ განსაზღვრული კანონისაკენ მიგვითითებს. აი, თავად კანონი:

   „ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმავალი ჭუჭყისგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებით, შეჩენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი, რომ - „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5. 12). [ეს უნდა გავიგოთ ასე], როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ  შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან [ადამისაგან]. (რჯულის კანონი. კართაგენის კრება. კანონი 110. გვ. 124).

   როგორც ვხედავთ, საეკლესიო სწავლება ხშირად ხაზს უსვამს იმ ჭეშმარიტებას, რომ არა მხოლოდ პირადი ცოდვის სიმძიმე და პირველქმნილი ცოდვის შედეგი, არამედ კიდევ უფრო მძიმე სულიერი სნეულება ართულებს მათ (უნათლავების) მდგომარეობას - ისინი საჭიროებენ გამოხსნას ნათლისღების მადლის მეშვეობით. ამრიგად, ჩვილებიც ნამდვილად დევს ცოდვა, რომელიც ცხადჰყოფს მათ ბრალეულობას ღვთის წინაშე, თუმცა ეს არ არის მათი პირადი ცოდვა". (გაგრძელება...)

  

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება