მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ილარიონ ქართველის (ათონელი) ცხოვრებიდან
ილარიონ ქართველის (ათონელი) ცხოვრებიდან24-11-2012, 12:47 |
მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარსებლის მუჰამედის სიცრუეზე. უწოდებდა მას მატყუარას და ამბობდა, რომ როგორც იგი დაიღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო. „როგორ ფიქრობ, ჩვენ საით წავალთ?"- ჰკითხა ფაშამ სიცილით. „იქით, საითაც თქვენი მუჰამედი!"- უპასუხა ბერმა. „და საით წავა, შენი აზრით, მუჰამედი?" „ჯოჯოხეთში!"- უპასუხა მამა ილარიონმა,- „და თქვენც მასთან ერთად". „მაშ, შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?" „მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან". მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა (ამ დროს ფაშასთან შეკრებილი იყვნენ ყველა მთავარი თურქი მოხელეები, აგრეთვე წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულებმა შესძახეს: „სიკვდილი მაგას!" ამ ყვირილზე ფაშას აღარ შეეძლო გულგრილად დარჩენა, და თუმცა ბერის სიკვდილი არ სურდა, მაგრამ თვითონაც რომ არ შერაცხილიყო მუჰამედის კანონის უარმყოფელად, მამა ილარიონისათვის თავის მოკვეთა ბრძანა: „თავად მოუხმე უბედურებას, ახლა მე შენი დაცვა აღარ ძალმიძს; გაბედული სიტყვებისათვის თავი მხრებზე აღარ შეგრჩება!" - უთხრა ბერს. მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: „აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!" [37, გვ. 41]. უკან დაბრუნება |