მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > წმიდა სქიარქიმანდრიტი პაისი (მე-18 საუკუნე)
წმიდა სქიარქიმანდრიტი პაისი (მე-18 საუკუნე)24-11-2012, 12:46 |
თუკი ვინმე, თვით მართლმადიდებელ ქრისტეანეთაგან, აშკარად სცოდავს და არ ინანიებს, წმიდა ეკლესია კრძალავს მის სახელზე უსისხლო მსხვერპლის შეწირვას, სანამ იგი სრულიად არ მიატოვებს თავის ცოდვას და გულწრფელად არ შეინანებს [38, გვ. 222].
* * * ნუ დაინანებ ნურც ქონებას და ნურც ნათესავებს, თუკი არ დაგიჯერებენ, არამედ ყოველნაირად შეეცადე, რომ საკუთარი სული იხსნა წარწყმედისაგან, რამეთუ შენთვის სულზე ძვირფასი არაფერია, შენი სულისთვის მოკვდა ქრისტე. გაქცევისას მამულზე დარდმა არ დაგაბრკოლოს - ამქვეყნიური სიმდიდრე მალე წარხდება; შენთვის უკეთესია სიგლახაკეში ყოფნა, ვიდრე სულიწმიდის გმობა, როგორც ჰგმობენ რომაელები. წადი, გაექეცი უნიას, რაც შეიძლება სწრაფად, რომ სიკვდილმა არ მოგისწროს და ქრისტეანეთა ნაცვლად მწვალებლებთან არ იქნე მითვალული. წადი და სხვებსაც ურჩიე წასვლა, იმათ, ვისზედაც სინდისი გკარნახობს, რომ შეისმენენ შენსას. ხოლო თუ არ შეისმენენ, შენ მაინც დააღწიე თავი მტრის ქსელს, სულითა და გულით შეუერთდი წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ამგვარად, სხვებთან ერთად უმწიკვლო სარწმუნოების დამარხვითა და ქრისტეს მცნებების აღსრულებით შეძლებ ცხონებას [38, გვ. 217-218]). უკან დაბრუნება |