მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა იოანე დამასკელი
წმიდა იოანე დამასკელი24-11-2012, 12:44 |
ვინაიდან ჩვენ ვეზიარებით ერთ პურს, ამიტომ ყველანი შევიქმნებით ქრისტეს ერთიან ხორცად და ერთიან სისხლად, ერთმანეთის ასონი ვხდებით და ქრისტეს „თანა-ხორცად" (ეფეს. 3.6) ვიწოდებით. ამიტომაც მთელი ძალღონით განვეშოროთ მწვალებელთაგან ზიარების მიღებას ან ზიარების მიცემას მათთვის; რამეთუ „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, - ამბობს უფალი, - ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა" (მათე 7.6), რათა არ ვეზიაროთ მათ უკუღმართ სწავლებას და სასჯელს („მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გარდმოცემა" [23, გვ. 313]).
* * * შევთხოვთ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემები, რამეთუ განგდება უმნიშვნელო გადმოცემებისა, როგორც ქვებისა შენობიდან, მალე დასცემს მთელ შენობას. ვიყოთ: ურყევნი, მოუდრეკელნი, აუღელვებელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე - ქრისტეზე, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. („პირველი სიტყვა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ" [23, გვ. 372]). უკან დაბრუნება |