მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტ კალისტე უერის ორიგენისტული შეხედულებების გამოვლინებანი

მიტროპოლიტ კალისტე უერის ორიგენისტული შეხედულებების გამოვლინებანი


11-10-2018, 08:43

 

   ორიგენიზმის ერესის გამოვლინებებს ვპოულობთ მეორე თაობის გამოჩენილი წარმომადგენლის მიტროპოლიტ კალისტ უერის სტატიაში „ცხონების გაგება მართლმადიდებლურ ტრადიციაში", რომელშიც წერს: „ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს. ნუთუ გვჯერა, რომ ღვთის ჩანაფიქრი წარუმატებელი იქნება? თუ ჩვენ უნდა ვსასოებდეთ საბოლოო აპოკატასტატისს — ყოველივეს „აღდგენას", რომელშიც ყველა გონიერი ქმნილება (ეშმაკის ჩათვლით) ცხონდება? სწორედ ამგვარ სწავლებას საყოველთაო ცხონების შესახებ იცავდა ორიგენე. ამის გამო მსჯავრდებულ-ჰყო იგი მეხუთე მსოფლიო კრებამ. წმ. გრიგოლ ნოსელიც ასევე გამოხატავდა ეშმაკის საბოლოო ცხონების იმედს, მაგრამ ამას უფრო ფრთხილად აკეთებდა და ამიტომაც არ იქნა მსჯავრდებული. ამიტომ მართლმადიდებლობაში სწავლება „აპოკატასტასისზე" (თავშეკავებული ვარიანტით) კანონიერ ადგილს იკავებს".1 ამ ციტატაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დასმული და შეფარულად პასუხიცაა გაცემული: თუკი ღმერთს რაიმე სურს, ის აუცილებლად შესრულდება და რადგანაც მას ყველა ადამიანის ცხონება სურს, ასეც მოხდება, და ამიტომ: „მართლმადიდებლობაში სწავლება „აპოკატასტასისზე" (თავშეკავებული ვარიანტით) კანონიერ ადგილს იკავებს". მაგრამ წმ. მამები ასე არ ასწავლიან. აქ წარმოგვიდგება თავისუფალი არსებების თავისუფალი ნების საიდუმლო, რომელიც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. წმ. იოანე ოქროპირის  სიტყვები ზუსტი  პასუხია მიტროპოლიტ კალისტის კითხვაზე: „რატომ ვერ ცხონდება ყველა, თუკი მას ყველას ცხონება სურს? — იმიტომ, რომ ყველას ნება არ ეთანხმება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს"2.

 

 

 

1Еп. Каллист (Уэр). Понимание спасения в православной традиции. Страницы. 1996. №3. с. 34.

2Св.Иоанн Златоуст, Беседы на Евангелие от Иоанна. Беседа 8.

 

 

 

წიგნიდან "პარიზის სკოლის" კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება