მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენისტური დიალოგი

ეკუმენისტური დიალოგი


25-10-2018, 00:02

ეკუმენისტური დიალოგი

 

   ეკუმენისტური დიალოგი არსებითად გახლავთ ღალატი ჭეშმარიტებისა პრაქტიკული სარგებლობისა და ამქვეყნიური კეთილდღეობისათვის. ეკუმენისტური დიალოგის დროს მიმდინარეობს ძიება ყალბი ერთიანობისა, ყალბ საზოგადოებაში. ეკუმენიზმი - მოდერნიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა.

   ეკუმენისტურ მსოფლხედვას ორი მხარე აქვს:

   1) ის არის მოძრაობა გაერთიანებისკენ კონფესიებს შორის ერთიან „ეკლესიაში", მათ შორის დოგმატური განსხვავებების შენარჩუნების პრინციპით.

   2) ის არის თეორიული მტკიცება იმისა, სარწმუნოებრივი განსხვავებების მიუხედავად, ქრისტიანების ერთიანობა უკვე არსებობს, ასევე არსებობს ერთობა ყველა რელიგიასა და ხალხს შორის.

   პირველი მხარე ეკუმენიზმისა გამოიხატება რელიგიათაშორის დიალოგში. მეორე - სარწმუნოებრივი საფუძვლების ნგრევაში და მათი ჩანაცვლება რელიგიურ ინდეფერენტიზმით.

   ერთმანეთს შორის კეთილგანწყობითი ურთიერთობა და პრაქტიკული თანამშრომლობა ერთ-ერთ სარგებელის შემთხვევაში, მათ მიერ უმაღლეს სათნოებად მიიჩნევა.

   ეკუმენისტური მოძრაობის განუყრელი ნაწილია მართლმადიდებლების ბრალდება ჭეშმარიტებაში მათი მოშურნეობითი დგომის გამო. მართლმადიდებლური მისია, ჭეშმარიტებაზე სხვა კონფესიის წარმომადგენელის მოქცევა ცოდვად მიიჩნევა, ვინაიდან, მათი აზრით, ყველა რელიგია ფლობს ნაწილობრივ ჭეშმარიტებას და ყველა რელიგია, საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება.

   ეკუმენისტური დიალოგი მიმართულია გარეგნულ ფაქტორებზე: პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, ეკოლოგიის და მისთ., საკითხების მოგვარებით. მაგრამ ცალსახად არ აინტერესებს დოგმატური საკითხები და რელიგიებს შორის არსებული დოგმატური განსხვავებები. ამიტომ, მართლმადიდებელი ქრისტიანი აუცილებლად უნდა იყოს პრინციპული ანტიეკუმენისტი.

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება