მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არამართებული დიალოგი

არამართებული დიალოგი


16-10-2018, 00:02

არამართებული დიალოგი

 

   არამართებული დიალოგი - არის ჭეშმარიტ მიზეზს მოკლებული ურთიერთობა იმ ადამიანებისა, ვინც უარყოფს ღვთივდადგენილ, გააზრებულ წესრიგს სამყაროში, საზოგადოებაში, სულში. თავისი შინაარსით არამართებული დიალოგი გახლავთ ახალი ტიპის ადამიანების ურთიერთობა ერთმანეთთან. მსგავსი დიალოგი სჭირდებათ საიმისოდ, რომ ადამიანი მოერგოს სიცრუეს ყალბი საზოგადოების, როგორიცაა ეკუმენისტური საბჭო და სხვა, წიაღში.

   ქრისტიანი ვალდებულია შეეწინააღმდეგოს არამართებულ დიალოგს. მსგავსი დიალოგი მისაღებია ანტისახელმწიფოსთვის ან ანტიმართლმადიდებლურად განწყობილი ადამიანებისთვის. მართლმადიდებელი ქრისტიანი კი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ჭეშმარიტების სიცრუისაგან. ყალბი დიალოგისკენ განწყობილ ადამიანებში, პოლიტიკოსებში, სასულიერო პირებში და სხვა, შეუძლებელია ჭეშმარიტი დისკუსია, ვინაიდან მათ არ სჭირდებათ ჭეშმარიტება. ისინი სულ სხვა რამეზე მსჯელობენ..., როგორმე შეაერთონ შეურევნელი, გააერთიანონ ბუნებით გაუერთიანებელი. ყალბი ერთობის მაგალითებად გამოდგება გლობალიზმი, ეკუმენიზმი, ნატო, გაერო და მისთ.

   არამართებულ დიალოგში გამოიყენება ყველა საშუალება, რათა იქნას მიღწეული „ერთობა". ეს შეიძლება მოჩვენებითი „სიყვარულის", „ძმობის", „ერთობის" ლოზუნგებით მიმდინარეობდეს. ისინი ხშირად იყენებენ ტერმინებს: „ყველაფერი შესაძლებელია", „არავინ უწყის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება", „არაფერია თავისთავად ცუდი" და მისთ. ამიტომ, მართლმადიდებელი ქრისტიანი მთელი თავისი შეგნებით უნდა დაუპირისპირდეს მოჩვენებით ერთობას, და ჭეშმარიტ სწავლებაზე, დოგმატებზე, მცნებებზე დაამყაროს იმედი. კომპრომისი მოგონილ სამყაროსთან, საზოგადოებასთან ყოვლად დაუშვებელია.

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება