მთავარი > საეკლესიო სამართალი > უცდომელი კრიტერიუმები

უცდომელი კრიტერიუმები


22-11-2012, 19:38

   ეკლესიამ, როგორც დედამ, გადმოგვცა ეს უცდომელი კრიტერიუმები, რათა ისინი ყოველთვის თან გვქონდეს, რომ როცა მოვისურვებთ და დაგვჭირდება, მათთან შეთანხმებით ვიმოქმედოთ. ეს უცდომელი კრიტერიუმები უპირველესად არის: წმიდა წერილის (ძველი და ახალი აღთქმის) კანონი და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი ( სარწმუნეობის განსაზღვრებანი და კანონები, რომლებიც მათ განგვიკუთნეს და დაგვიმტკიცეს...

   სწორად ეს უცდომელი კრიტერიუმები მთელი თავისი სისავსით შეადგენენ ნამდვილ და უეჭველ საეკლესიო გადმოცემას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეს კრიტერიუმები შეადგენენ ნამდვილ საეკლესიო გადმოცემას. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ ეს გადმოცემა არის საეკლესიო მთელ მის სისავსეში და არა რომელიმე მის ნაწილში. ყველა დანარჩენ გადმოცემას არ აქვს უფლება ერქვას საეკლესიო (უცდომელი) გადმოცემა, მანამდე, სანამ არ იქნებიან მოწონებულნი და დამტკიცებულნი მთელი ეკლესიის მიერ.

(პ.ბუმისი „მართმადიდებლობის უცდომელობა". არქ. ლაზარეს (აბაშიძე) ბროშ. „ვინ არის უცდომელი ეკლესიაში" გვ.13-14)

   მართმადიდებელი სარწმუნების სულის მაცხოვნებელი მოძღვრება ვუწყით საღმრთო გამოცხადებით: საღმრთო გამოცხადება კაცობრიობას გადაეცემა წმ. წერილისა და მოციქულებრივი წმ.გადმოცემებით, რაც სწორად გაიაზრება განიმარტება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის უცდომელი კრებითი ცნობიერებით.

 

(გიორგი გაბაშვილი ჟურნ. „ივერიის გაბრწყინება" #4 (32) 1999 წ. გვ. 10)



უკან დაბრუნება