მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კომპრომისი
კომპრომისი7-10-2018, 00:02 |
კომპრომისი - ქმედითი მორგებაა გადაულახავ წინააღმდეგობებთან. კომპრომისს საქმით უნდა შევეწინააღმდეგოთ, ვინაიდან კომპრომისის მიზანია ჭეშმარიტების განადგურება; ეს არის წინააღმდეგობა, ბრძოლა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომელიც არ გადაწყდება კომპრომისის, შერბილების, უგულებელყოფის გზით. კომპრომისი, ვით მოჩვენებითი თანაარსებობა ჭეშმარიტებისა და სიცრუისა, კაცობრიობის ისტორიის თანმდები პროცესი გახლავთ, რომელიც სულ უფრო მეტად განაშორებს ადამიანს ღვთისაგან. რაც დრო გადის, მით უფრო დიდ კომპრომისზე მიდის ადამიანი საკუთარ სინდისთან. ხშირად კომპრომისს ამართლებენ პირდაპირ ამორალური შეხედულებებით. როგორც წესი, ის თანაარსებობს აგრესიის გამოწვევის დროს. როგორც უსინდისობის მკაფიო გამოვლინება, კომპრომისი გახლავთ სინონიმი ყალბი ცხოვრებისა, ყალბი გამომეტყველების, პირფერობისა და უპრინციპობის. ასეთი ადამიანი შეგნებულად აყალბებს ჭეშმარიტებას, ღალატობს ღმერთს მცნებების დარღვევით, ამავე დროს, თავი მართალ ადამიანად მოაქვს. რევოლუციური სულის (ღვთის მოწინააღმდეგე, მისი წესრიგის უგულებელმყოფის) მქონე ადამიანი ყოველთვის მიდის კომპრომისზე სხვა სახის სიცრუესთან. მეტიც, ისინი იძულებულნი არიან წავიდნენ დათმობებზე და არაფრად აგდებენ ღვთივდადგენილი წესრიგის, მისი მიმდევრების შინაგან მდგომარეობას, სულიერ ფასეულობას. კომპრომისი, ვით სულიერ-პათოლოგიური მდგომარეობა, წარმოშობს მისთვის დამახასიათებელ პათოლოგიურ საუბარს, პათოლოგიურ მიდგომას. ამგვარი საუბრის ლოგიკა ემსახურება ცრუ ერთობის, უნიის მიღწევას. პათოლოგიური საუბრების დროს კომპრომისი ინიღბება მაღალფარდოვანი სიტყვებით, ტერმინებით, გაუგებარი ფრაზებით..., რითაც ადამიანს კიდევ უფრო ბუნდოვან, გაურკვეველ სულიერ მდგომარეობაში ტოვებს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |