მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გაამსოფლიურობა

გაამსოფლიურობა


4-11-2018, 07:26

გაამსოფლიურობა 

   

   ქრისტიანობის გაამსოფლიურობა - მოჩვენებითი, მიუღწევადი მორგებაა ეკლესიისა ამა სოფლის გამოწვევებისადმი. ეს არის საზღვრების რღვევა სიწმინდესა და მის პაროდიას, პრაფანაციას შორის.

   გაამსოფლიურობა უარყოფს ყოველივე წმინდას, შინაგანს, საკრალურს; უარყოფს ღმერთს ვით ყოველივეს ამკრძალველს, თავისუფლების შემზღუდველს.

   გაამსოფლიურობა, როგორც მიზანი ცხოვრებისა, გაჩნდა რეფორმაციის ეპოქაში. XX საუკუნეში შეტრიალება გაამსოფლიურობისაკენ ყველა კონფესიასა და რელიგიაში ძლიერი ტემპით განხორციელდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ პროცესმა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც შემოაღწია როგორც სწავლებით, ისე ზნეობრივი და საღვთისმეტყველო კუთხით.

   მართლმადიდებლობის გაამსოფლიურობა მიმდინარეობს სარწმუნოებისა და კეთილკრძალულების საყოველთაო დაცემის ფონზე.

   გაამსოფლიურობა განდგომილების გამოვლინების ერთ-ერთი მხარეა, როდესაც ყოველივე წმინდას შეურაცხყოფის და აბუჩად აგდების ფონზე ხორციელდება. ამ პროცესში რელიგიური შეგრძნებები ამსოფლიური ფასეულობებით იცვლება.

   გაამსოფლიურობა საეკლესიო რეფორმის (რეფორმატორების) მიზანი და ამოცანაა.

   ეკლესიის გაამსოფლიურობა, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას ეხება.

   სახელმწიფო ეკლესიის მოკავშირედ აღარ მოიაზრება, იმიტომ, რომ ის ფარულად ეკლესიის რეფორმაციისა და გაამსოფლიურობის მომხრეა.

   გაამსოფლიურობის საშუალებებია: მოდერნისტული ღვთისმეტყველება, რეფორმირებული ღვთისმსახურება, თვითნებობა საეკლესიო წეს-განგებასთან მიმართებით, მითოლოგიური მშვიდობა, ერთობა, სიყვარული, სოლიდარობა, უსაფრთხოება და თავისუფლება, აგრეთვე ახალი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბება.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება