მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ყალბი “სათნოებები”
ყალბი “სათნოებები”10-10-2018, 00:02 |
ყალბი, მოჩვენებითი სათნოებები - სულიერი სნეულების გამოვლინებაა, სომბოლური მოქმედება, რომელიც გამოხატავს "ახალი ადამიანის” პროტესტს ღვთივდადგენილი წესრიგისადმი, და მისი თანაგრძნობა მოგონილი, ყალბი რიალობისადმი. ყალბ "სათნოებებში” მოიაზრება ღვთის მცნებების დამახინჯება, პრაფანაცია, ერთგვარი "ამსოფლიური სიწმინდის” ქადაგება. თვითგადარჩენის იდეოლოგები სწორედ ამსოფლიურ "სათნოებებს” "აღმერთებენ”. ამით ღვთის ნებისა და სწავლების ჩანაცვლებას და "ახალი”, "პროგრესული” იდეებისადმი, ვით ღმერთზე აღმატებულისადმი თაყვანისცემას სკანდირებენ. ეს არის პროცესი, როდესაც ახალი ადამიანი თავად ასკვნის და აყალიბებს, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. ყოველივე ეს იწვევს უწესრიგობას სულში, შემდეგ საზოგადოებაში. ამგვარად ყალიბდება საზოგადოებაში არამდგრადი, ურთიერთსაპირისპირო მორალი, "ნორმები”, რომლებიც ამორალურობის მიუხედავად, ნორმალურობად ცხადდება. რაც პირველ, საღმრთო რიალობაში არის არაზნეობრივი, მეორე რიალობაში, ყალბი სათნოებების პირობებში ცხადდება ზნეობრივად, და პირიქით. ყალბ იდეოლოგიებს თავისი პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი "სათნოებები” გააჩნია, რომლებიც მაშინ იძენენ ფასს, როდესაც ამასოფლის სულისთვის იქნება საჭირო. ამით ეძლევათ საშუალება ყალბმა სათნოებებმა მოიცვან საზოგადოება და დაიმკვიდრონ ცრუხედვები საზოგადოებაში.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |