მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სათნოება

სათნოება


13-09-2018, 00:02

სათნოება

 

   სათნოება, ე.ი. სიკეთე, თავისი ღრმა მნიშვნელობით, სულის მოწესრიგებულობაა იმგვარად, როგორც ღვთისთვისაა სათნო.

   სათნოება გამოვლინდება ვნებების დაცხრომით. ამის მაგალითები უხვადაა მოცემული წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაში.

   სათნოება ბუნებრივად არსებობს ადამიანში, თუმცა მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. ყველანი როდი ახერხებენ ამას.

   სათნოებები ჩვენს ხელთაა, ვინაიდან ღმერთმა მისცა ადამიანს ძალა აღასრულოს თავისი მცნებები. ადამიანი ბუნებრივად მიილტვის სიკეთისკენ, თუმცა ხშირად აკეთებს საპირისპიროს.

   ადამიანი ღვთის ნებას გონებისა და საკუთარი ნების თანამოქმედებით აღასრულებს. დოგმატური სწავლებისა და სათნო ცხოვრების შედეგად ადამიანი კეთილმორწმუნე ქრისტიანი ხდება.

   სათნოება მოიაზრებს ჭეშმარიტ სიყვარულს ყველასა და ყველაფრისადმი. ე.ი. სიყვარული სათანადო წესით, სათანადო მოქმედებით, სათანადო დროს უნდა აღსრულდეს. მოქმედება მაშინაა სათნო ღვთისთვის, როდესაც მიზანიც და საშუალებაც წმინდა და კეთილგონივრულია.

   სათნოებები სულის კუთვნილებაა. ვინაიდან სული სხეულთან ერთად არსებობს, ის სხეულისთვისაც თვისობრივია.

   სათნოება - ჭეშმარიტებასთან შერწყმული ძალაა, ის ღრმად აღიბეჭდება სულში და განაშორებს ადამიანისაგან ვნებებსა და მანკიერებებს.

   სამი ძირითადი სათნოებაა: რწმენა, იმედი, სასოება.



მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება