მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვა

ცოდვა


12-09-2018, 00:02

 

   ცოდვა - ბოროტებაა, მას არა აქვს არსი. ის სიკეთისა და სათნოების ნაკლებობაა, დანაშაულია, გარდასვლა ღვთის ნებისა და კანონისა. ცოდვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეგნებულად დაარღვიოს ღვთის მცნებები, უკეთეს შემთხვევაში აღასრულოს ისინი ვით კაცობრივი მცნებები.

   ბოროტი ადამიანი ცოდვას თავისი ნებითა და ეშმაკის შთაგონებით, ღვთის სიძულვილით სჩადის.

   ცოდვა - სიძულვილია ღვთისა, ჭეშმარიტებისა, ე.ი. უწესრიგობა სულში. მდგომარეობა, როდესაც სიყვარული მიმართულია არამართებულისადმი.

   ადამიანი ბუნებით უგულებელყოფს ცოდვას და სურვილის შემთხვევაში, შეუძლია სძლიოს მას. ცოდვას არა აქვს არსი, მდგომარეობა, სულიერი სნეულება.

   ჩადენილი ცოდვა სულში აღიბეჭდება და ცოდვისმიერ ვნებად გარდაიქცევა.

   ცოდვა სულს აზიანებს, ხოლო შემდეგ ის სხეულისთვისაც საზიანო ხდება.

   ცოდვა შეიცნობა სინანულის მეშვეობით, სათნოებების ქმნით, რწმენით იმისა, რომ ცოდვილი ისჯება უკვე აქ, ამქვეყნად და შემდეგ მარადიულობაშიც. ამაში მდგომარეობს ღვთაებრივი წესრიგი, რომელიც არ ირღვევა კაცობრივი ცოდვებით, ნააზრევითა და იდეოლოგიებით.

   ცოდვასა და ვნებაში არ არსებობს წესრიგი.

   სამი ძირითადი ცოდვაა: ურწმუნოება, სასოწარკვეთილება და ჭეშმარიტების სიძულვილი.


მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება