მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუგანათლება

ცრუგანათლება


11-09-2018, 00:02

ცრუგანათლება

 

   ცრუგანათლება - თვითგადარჩენის იდეოლოგიის ერთ-ერთი სახეობაა; შესწავლაა ამა თუ იმ საგნისა, მასობრივი კულტურისა, რომელიც გაბატონებულია კონკრეტულ მომენტში სულიერად დასნეულებულ საზოგადოებაში.

   ანტისახელმწიფოებრივი მართვის პირობებში, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს მასების აღზრდისა და მართვის უფლებას. ამგვარი მართვის პირობებში უგულებელყოფილია ჭეშმარიტების შეცნობა, როგორც დროისთვის მიუღებელი და მიუწვდომელი ცნება. აქედან სრული იგნორი ეკლესიის, ტრადიციისა და ოჯახისა, ვით სახელმწიფოს სიძლიერის მყარი საფუძველისა.

   ცრუგანათლებაში არ მოიაზრება საღვთო რიალობის შეცნობა. ამიტომ, თანამედროვე განათლება არის იმის ცოდნა, როგორი მსოფლხედვა თუ იდეოლოგია დაუპირისპიროს ჭეშმარიტ სწავლებას. შედეგად ყალიბდებიან უღმერთო სკეპტიკოსები, რაციონალურად მოაზროვნე სუბიექტები, რომლებისთვისაც უცხოა ჭეშმარიტება.

   ამგვარი შემეცნება ახალგაზრდა ადამიანს თვითნებური, ყალბი ცხოვრებისა და ფასეულობებისკენ წარმართავს, მაგრამ საკუთარი თავის სრულყოფა ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია.

   ცრუგანათლების შედეგად ახალგაზრდა იღებს დამახინჯებულ, გაყალბებულ ცოდნას. ანუ ისწავლება ყველაფერი, რაც ამასოფლის საგანია, რაც კვებავს ინტელექტს, მაგრამ ფიტავს სულს. ხდის მას უსარგებლოს, უუნაროს, ჩაწვდეს ჭეშმარიტებას. ასეთი ადამიანისთვის მიუღებელია ჭეშმარიტების ძებნა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უკვე ღრმად განათლებული და ყოვლისმცოდნეა.


მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება