მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მასობრივი კულტურა

მასობრივი კულტურა


8-09-2018, 00:02

მასობრივი კულტურა

 

   მასობრივი კულტურა თეატრის, სანახაობის თეოლოგიაა. მასში ახალი ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ "შემოქმედებას” ეთაყვანება. ოდითგანვე ცნობილია, რა სჭირდება მასებს: გართობა და სანახაობა. მასობრივი კულტურა არ განაწყობს ადამიანს რელიგიურობისკენ, პირიქით, განაშორებს მისგან.

   მასობრივი კულტურა პოლიტიკური ხასიათის ფუნდამენტური შეხედულებაა. ახალი ადამიანის კულტურა ცრუ ცოდნის შედეგად ყალიბდება. ის ემსახურება მოგონილ, მეორე რეალობას და გნოსტიკურ ბურუსში იმყოფება.

   მასობრივი კულტურის მომხმარებელი იძირება საკუთარ უკანონო და უზნეო ცხოვრებაში ან ყალბი კოლექტიური ცხოვრების მიმდევარი ხდება.

   მასობროვ კულტურას შეუძლია ჭეშმარიტების პრაფანირება, ჭეშმარიტი ფასეულობის ყალბით ოსტატურად ჩანაცვლება ისეთნაირად, რომ ადამიანი ვერც კი არკვევს სადაა სინამდვილე და სად გაყალბება.

   მასობრივი კულტურის არსი ამსოფლიური მისტიკით იზომება. აქ ვაწყდებით მითების დამუშავების მომენტს, რომლებიც მასობრივ ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოებას ლამაზ ფერებში წარმოუდგება. როგორც წესი მ. კ.-სთვის დამახასიათებელია გარყვნილებისა და ძალადობის დემონსტრირება კინო-ფილმების, ლიტერატურის, მოდის, პოპ-მუსიკისა, ტურიზმის თუ სხვა სახით.

   "კულტურული” ღონისძიებები მასობრივი კულტურის მიერ მასების მობილიზებისთვის გამოიყენება, რათა ესა თუ ის ერი სულიერად დეგრადირებული გახადოს და მარტოოდენ ავხორცული მოთხოვნების ამარა დატოვონ.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება