მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > იდეოლოგია
იდეოლოგია7-09-2018, 00:02 |
იდეოლოგია - პოლიტიკური თეოლოგიაა, ხელისუფალის მიერ სააქაო "ღმერთის” თაყვანისცემის სანქცირება. საკვანძო ფიგურა იდეოლოგიაში ახალი ადამიანი გახლავთ. იდეოლოგია არის საზოგადოებას თავსმოხვეული ურწმუნოება, მცდარი შეხედულება; ადამიანის არსებობის, მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა. ის (იდეოლოგია) მოითხოვს ხრწნადისადმი რწმენას ვით მარადიულისადმი, ცვალებადისადმი ვით უცვლელისა, ამსოფლიურისა ვით არაამსოფლისა. იდეოლოგია, იდეოლოგიები შექმნილია საიმისოდ, რომ ადამიანმა დაივიწყოს, არ გაიხსენოს ღმერთი. იდეოლოგებში მკაცრად იზღუდება მსჯელობა ყოფიერების ჭეშმარიტი რაობის შესახებ. იდეოლოგიები საყრდენს პოლიტიკასა და პათოლოგიურ საუბრებში პოულობენ, რომელიც სიცრუეზე და ყალბ, მოჩვენებით ფასეულობებზეა დაფუძნებული. მათ არ სურთ რეალური სურათის ხილვა, ე.ი. ალტერნატიული, მართებული მოსაზრებისა, რომელსაც მათი იდეოლოგიის გაბათილება შეუძლია. იდეოლოგიები ქმნიან ამქვეყნიურ რელიგიებს, რაც ამასოფლის მისტიკურ განცდებზე, ვით რეალობაზეა აგებული. მაგალითისთვის ჩამოვთვლით რამოდენიმე იდეოლოგიას: მარქსიზმი, ლიბერალიზმი, ნაციონალ - სოციალიზმი, ფაშიზმი, ანარქიზმი, სიონიზმი და მრავალი სხვა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |