მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, ახალი ადამიანი, მთავარი გვედის ფოტო > ახალი ადამიანი

ახალი ადამიანი


5-09-2018, 00:02

ახალი ადამიანი

 

   ახალი ადამიანი - ახალი დროების ძირითადი ანთროპოლოგიური მითია. ამ მითის თანახმად, ადამიანი თავად ქმნის საკუთარ თავს, იძენს სრულ თავისუფლებას საკუთარ თავზე, თვით ბუნების, სქესის შეცვლის ჩათვლით.

   ახალი ადამიანი უგუნურებითაა დასნეულებული, მას ამოძრავებს ვნება - იბატონოს საკუთარ პიროვნებასა თუ სხვაზე. მაგრამ ამ "ბატონობაში” არ იგულისხმება საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა და მათზე ბატონობა, როგორც ეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ესმის. ის დასნეულებულია მრავალმზრუნველობით, ის მუდამ მოძრავია, მაგრამ არა სულიერი თვალით მჭვრეტელი. ის დასნეულებულია მრავლის ცოდვის ჟინით, მაგრამ ეს მხოლოდ ამსოფლიური ცოდნაა, თუ როგორ გახდეს ზეადამიანი.

   ახალი ადამიანი მითია, ვინაიდან სინამდვილეში ის არ არსებობს. ადამიანის ბუნება ყოველთვის რჩება ისეთი, როგორიც შექმნა ღმერთმა. ახალ ადამიანში ზებუნებრივი ლოგოსი ჩანაცვლებულია ამსოფლიურით, ეს კი დღეს ყველასათვის კანონი ხდება.

   ახალი ადამიანი თავად ახორციელებს საკუთარი თავის გადარჩენას და ამსოფლიურ რელიგიაში სააქაო ღმერთის ადგილს იკავებს. ახალ ადამიანში "უპრობლემოდ” თანაარსებობს ცოდვა და მადლი, ჭეშმარიტების სიყვარული და მისდამი სიძულვილი. ახალი ადამიანისთვის ყველაფერი მისაღებია, როდესაც შეხედულება კარგად ერგება თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება