მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მასობრივი რელიგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მასობრივი რელიგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


4-05-2020, 15:17

მასობრივი რელიგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მასობრივი რელიგია - იდეოლოგიასა და მასობრივ კულტურასთან ერთად თვითგადარჩენის რელიგიის ნაწილს წარმოადგენს.

   ინტელექტუალური და ზნეობრივი კუთხით მასობრივი რელიგია მინიმალურ მოთხოვნებს უყენებს პიროვნებას. მისი (მ. რ.) ქადაგება, მათი აზრით, უნივერსალური, ყველასათვის გასაგები და მოსარგებია, ვინაიდან ის არსობრივად ადოგმატური ხასიათისაა.

   აქ არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტულ რელიგიასა თუ კონფესიაზე, არამედ პროცესზე, მიდგომაზე, შეხედულებებზე, რომლებმაც რელიგიურ სფეროში იჩინა თავი.

   მასობრივი რელიგია, მისი შინაარსი არ სცილდება ამსოფლიური მისტიკის, განცდების სფეროს, რომლებიც ცრურელიგიებისთვისაა დამახასიათებელი.

   ის გამოირჩევა რელიგიურ-პოლიტიკურ-კულტურული გამართობელი ღონისძიებების ორგანიზებით, რითაც ქმნის აზრს, რომ ამ "ერთობას”, "სიყვარულს”, "ლოცვას”, "მშვიდობას” და მისთ… თვითგადარჩენის შესაძლებლობა გააჩნია.

   ყოველდღიური ცხოვრება მასობრივი რელიგიისთვის, მათი მიმდევრებისთვის არ გახლავთ დატვირთული რაიმეს აკრძალვით, ან პრინციპული მიდგომით. იქ ნებისმიერ შეხედულებას შეზღუდვის გარეშე შეიძლება ჰქონდეს გასაქანი. ამიტომ ის ყოველთვის მხარს უჭერს მოდერნისტული, ეკუმენისტური თუ ნეოწარმართული იდეების გავრცელებას.

   მასობრივი რელიგიის სახეობებია: საღვთისმეტყველო მოდერნიზმი, ეკუმენიზმი, ცრუმისიონერობა, ნეობუდიზმი, ნეოინდუიზმი, ოკულტიზმი, ქარიზმატული აღორძინება და ა.შ.

   წარმომადგენლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: იოანე პავლე II, დალაი-ლამა, "დედა ტერეზა”, ა. მენი, ა. შმემანი, ელენე ბლავაცკაია, შტაინერი და მრ. სხვა.


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება