მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > უსინდისობა
უსინდისობა16-09-2018, 00:02 |
უსინდისობა - სულიერი სნეულებაა, ჭეშმარიტებისადმი შეწინააღმდეგების ვნება. ეს მოვლენა უსინდისოდ აერთიანებს უგუნურებასა და ჭეშმარიტების ცოდნას კომპრომისის მეშვეობით. უსინდისობა უკეთურ და გარყვნილ ადამიანებთან მეგობრულ ურთიერთობაში ყოფნით ვლინდება. ბოროტი მაშინ ზეიმობს, როდესაც კეთილს იზიდავს თანამშრომლობაში, ამით კეთილიც უსინდისო და ჭეშმარიტებისადმი გულგრილი ხდება. უსინდისობა - ჯანყია შემოქმედის წინააღმდეგ, რომელიც სიკეთისა და ბოროტების შერწყმით ხორციელდება. ბოროტი ნებისმიერ ბოროტებაზე მიდის, მისთვის არ არსებობს ზნეობრივი და მორალური პრინციპები. მასთან (მათთან) თანამშრომლობა, მათი სულისკვეთების გაზიარების ტოლფასია. უსინდისობა ადამიანს გარყვნილი ცხოვრებისაკენ უბიძგებს, აგდებს მას სულიერ ბურუსში, გაბრუებაში. ის ფიქრობს, რომ მის განზრახვას აქვს გამართლება. მიზნის მისაღწევად მისთვის ნებისმიერი საშუალება გამოდგება, შედეგებს მისთვის არა აქვს მნიშვნელობა. უსინდისო თავდაჯერებულად ატყუილებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც, და ყოველივეს კომპრომისისა და დიალოგის აუცილებლობით ხსნის.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |