მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თვითგადარჩენის რელიგია

თვითგადარჩენის რელიგია


2-09-2018, 00:02

თვითგადარჩენის რელიგია

 

 

   ძენი კაცთანი აღიარებენ მითს ამქვეყნიური, კოლექტიური გადარჩენის შესახებ, სადაც ცოდვა არა დანაშაულად, მცნების დარღვევად, არამედ გაუგებრობად, უკეთეს შემთხვევაში შეცდომად განიხილება. ეს (თვითგადარჩენის რელიგიაა) - არის საკუთარი თავის, ძალის, ინტელექტის და მისთ. რწმენა, საპირისპირო იმისა, რასაც ასწავლის მართლმადიდებელი, მაცხოვნებელი რელიგია.

   ახალი დროების პერიოდში სულიერად დასნეულებული კაცობრიობა ქმნის საკუთარი „მე"-ს თაყვანისცემის რელიგიას. თაყვანისცემა და გადარჩენა ხორციელდება მოგონილ სამყაროში, მეორე რიალობაში.

   თვითგადარჩენისთვის საჭიროა სწორედ ასეთი სარწმუნოება და საქმიანობა, მუდმივი სწრაფვა ტექნო-პროგრესისაკენ.

   ამგვარი რწმენა სულიერი წესრიგის საპირისპირო მოვლენაა. თვითგადარჩენისთვის აუცილებელია მასობრივ რელიგიური და მასობრივ კულტურის სულისკვეთებების გათავისება და მასში აქტიური მონაწილეობა.

   დაცემული კაცობრიობა მოჩვენებითად ქმნის სააქაო გადარჩენის თეორიას, ცრუ მეცნიერებისა და პროგრესის საფუძველზე, თითქოს ამით მიაღწევს ამქვეყნიურ უკვდავებას. სააქაო კოლექტიური გადარჩენა გლობალისტების ძირითადი იდეოლოგიაა. ამ იდეით იყო განმსჭვალული კომუნისტები, ნაცისტები, იაღოველები და ა.შ. ეს „ახალი ტიპის ადამიანი"-ს ჩამოყალიბების მცდელობაა, რომელიც გადარჩენას საკუთარ ძალებში ხედავს.

   ეს ეშმაკის უძველესი ხრიკია, რომელშიც დაცემული კაცობრიობა ოდითგანვე ებმებოდა.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება