მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მაცხოვნებელი რელიგია

მაცხოვნებელი რელიგია


1-09-2018, 00:01

მაცხოვნებელი რელიგია

 

   ძენი ღვთისანი უფალ იესო ქრისტეს თავის მაცხოვრად და მხსნელად აღიარებენ, ხოლო მართლმადიდებლობას ერთადერთ მაცხოვნებელ რელიგიად.

   მაცხოვნებელი რელიგია - ღვთივგანცხადებული არაამსოფლიური რელიგიაა, რომელიც თავად ღმერთმა მიჰმადლა სამყროს ღვთის თაყვანისცემისა და სულის ცხონებისათვის.

   ცხონებისათვის საჭიროა ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება და მისდამი მართლაღმსარებლური თაყვანისცემა, აგრეთვე ცხოვრება და კეთილი საქმეები ჭეშმარიტი სარწმუნოებისამებრ. ამდენად, ცხონებისათვის არა მხოლოდ რწმენა, არამედ სარწმუნოებრივი საქმეებიცაა სავალდებულო.

   ქრისტეს სწავლება მაშინ ხდება მაცხოვნებელი ადამიანისათვის, როდესაც ის მთელი სულითა და გულით ცდილობს ცხოვრებას მისი მცნებებისამებრ.

   იესო ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, მოკვდა და აღდგა, რათა დაცემული კაცობრიობა გამოესყიდა ცოდვის მორევისა და სიკვდილისაგან.

   მაცხოვნებელი რელიგიის - მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებებში თანაზიარებით, რომლებშიც მოქმედებს მადლი სულიწმიდისა, ადამიანი ჰპოულობს ყველაფერს განღმრთობისა და მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება