მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მითები
მითები31-08-2018, 00:02 |
მითები - მოთხრობები, ზღაპრები, პათოლოგიური საუბრის ერთ-ერთი ჟანრია; მითია ყალბი, ცრურწმენა, რომელიც სააქაოში, კოლექტიურ და კოსმოსურ გადარჩენაზეა ორიენტირებული. ახალი დროების მითებში ახალი ტიპის ადამიანი საკუთარ ამსოფლიურ მისტიკურ განცდებს რიალურ სულიერებად წარმოაჩენს, რითაც უგულებელყოფს ჭეშმარიტი სულიერი სამყაროს არსებობას. სულიერად დასნეულებული ადამიანი აგებს მეორე, მოჩვენებით რიალობას და დარწმუნებულია საკუთარ სისწორესა და წარმატებაში. საკუთარ ნარატივებს აწმყოსა და მომავალზე მოგონილი მითოლოგიური მოთხრობების საფუძველზე აგებს. მითები შეუძლებელია დაადასტურო ან უარყო, მისი მხოლოდ გადმოცემა შეიძლება. თვითგადარჩენის (ღმერთის გარეშე) რელიგიის ძირითადი მითი არის მითი ადამიანის აბსოლუტური თავისუფლების შესახებ. ამ მითის თანახმად ადამიანი სრულად დამოუკიდებლად, მართავს საკუთარ თავს და არ საჭიროებს ღვთის შეწევნას. მითების ორი კატეგორია არსებობს: 1) მითი ადამიანის, პერსონის, აბსოლუტური თავისუფლებასა და აღორძინების შესახებ; 2) მითი გარემოცული სამყაროს თვითშექმნის, რღვევისა და კვლავ აღორძინების შესახებ. (მაგ. ევოლუციური თეორია). მითების დაჯერებით, ახალი ტიპის ადამიანი მცდარად აღიქვამს სამყაროს, ყოფას, ხოლო მოგონილ რიალობას თავის სულიერ სამშობლოდ აღიქვამს. ადამიანის აბსოლუტური თავისუფლების მითი გახლავთ ერთგვარი შინაგანი ჯანყი, რევოლუცია ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამართული. ამ რევოლუციის მიზანი ძველი წესრიგის ნგრევა და ახალი უშინაარსო, ცარიელი, კოსმოპოლიტური საზოგადოების შექმნაა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |