მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ყალბი რწმენა

ყალბი რწმენა


22-08-2018, 00:02

ყალბი რწმენა

 

 

   ყალბი რწმენა - მარტოოდენ ამასოფლიურის, ხილულის რწმენაა, როდესაც ადამიანს მხოლოდ დანახულის, შესახების სჯერა ის, რაც საკუთარი ძალისხმევითა და სურვილით მიიღწევა.

   ყალბი რწმენა ეშმაკისეული „სათნოებაა", რომელსაც მართლმადიდებლური სარწმუნოების ჩანაცვლება სწადია; ესაა მცდელობა შეიმეცნოს არსებითი ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე; ეს ოცნებაა, ძლიერი სურვილია დაეუფლოს გარეგნულ სამყაროს, მართოს საკუთარი და სხვისი მომავალი, თითქოს ამის რეალური უფლებამოსილება გააჩნია. ამგვარი რწმენით მავანი მრავალმზრუნველობის ვნებაში ეფლობა.

   არსებითად, ყალბი რწმენა მითების დაჯერებაა. სულიერად სნეული ადამიანი აშენებს საკუთარ მოგონილ, მეორე რეალობის სამყაროს და დარწმუნებულია წარმატებებში.

   ამგვარი ყალბი რწმენის მოძიება და დაუფლება მავანისთვის მისაწვდომი ამოცანაა. მათთვის ხილულისა და შესახების რწმენა უფრო მისაღებია, ვიდრე უხილავისა და მარადიულის. მსგავსი რწმენა, დაჯერებულობა, დარწმუნებულობა ადამიანს საშუალებას აძლევს მყარად იდგეს ამ სოფელში, ჩაებას სამყაროს პროგრესის მითში ვით აღქმული ქვეყნის დაუფლების ერთადერთი საშუალებისა. სინამდვილეში ხილულის რწმენა ადამიანს ამსოფლიური მისტიკის, ყალბ განცდას ანიჭებს, სადაც ეიფორიული თუ ექსტაზური მდგომარეობა სიზმრებისა და ცრუ სასწაულების რწმენით, დაჯერებით სრულდება.

   მსგავსი „რწმენა" დამახასიათებელია მართლმადიდებლობისაგან განდგომილი ნებისმიერი იდეოლოგიისა თუ მსოფლმხედველობისათვის.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება