მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი რწმენა

ჭეშმარიტი რწმენა


10-09-2018, 00:02

ჭეშმარიტი რწმენა

 

 

   რწმენა - სამ ძირითად ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთია. რწმენა ნიშნავს იყო მტკიცედ დარწმუნებული უხილავი სამყაროს არსებობაში ისე, როგორც ხილულისა; სასურველი და საწადელი როგორც ხილული რიალური სამყარო. ცხონებისათვის, პირველყოვლისა, საჭიროა რწმენა (მართალი სარწმუნოება). ამის გარეშე შეუძლებელია ღვთისსათნო ყოფა.

   ადამიანი რწმენით შეიცნობს უხილავ, მიუწვდომელ სამყაროს. რწმენა არის ჭეშმარიტი შემეცნება, რომელსაც ამასოფლისმიერი შეხედულებებისაგან განსხვავებული საწყისები გააჩნია. ჭეშმარიტი რწმენა გვარწმუნებს იმ საგნებისა და სულიერი მოვლენების, კანონების არსებობაში, რომლებიც გონებასა და სიტყვას აღემატება.

   რწმენა არის სულის თავისუფალი ხედვა იმისა, რაც ხილულზე აღმატებულია. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ადამიანს ასწავლოს ჭეშმარიტი რწმენით ცხოვრება.

   ჭეშმარიტებანი, რომლებიც განგვიცხადა უფალმა, წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაშია დაცული. ორივე ერთობლივად შეადგენენ მაცხოვნებელი სარწმუნოების უძველეს და უცდომელ კანონს. სწორედ წმინდა წიგნებიდან ვიტყობთ, რომ არსებობს სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთი და მისგან განცხადებული ჭეშმარიტი სარწმუნოება.

   ამ რწმენის გარეშე ცხონება შეუძლებელია.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება