მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ანტისახელმწიფო

ანტისახელმწიფო


25-08-2018, 00:02

 

   ანტისახელმწიფო - ქაოსი სახელმწიფოში, რომელიც დაცულია ხელისუფლების მიერ, არამართებული მიდგომაა ზემდგომებისა ქვემდგომებისადმი და ქვეშევრდომებისა ხელისუფლებისადმი. ეს ახალი ტიპის ადამიანის სახეობაა, რომელმაც გაილაშქრა ღვთივდადგენილი ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ.

   საზოგადოებრივი უწესრიგობა მრავალმმართველობით ან საერთოდ მართვას მოკლებულ სახეს იძენს.

   ძალაუფლება ასეთ სახელმწიფოში ცუდების ხელშია, აქ ცუდებს მათზე უკეთესებზე მეტი უფლება აქვთ. ანტისახელმწიფოში უკეთესები ირყვნებიან უარესების მიერ.

   ანტისახელმწიფო მოითხოვს მისდამი მორჩილებას, მათ შორის თავად ეკლესიაც სურთ რომ ემორჩილებოდეს მათ.

   ამგვარი სახელმწიფო თავის მოქალაქეებს გაურკვეველ, ბუნდოვან, მეორე რიალობაში აცხოვრებს. ამასთან, ეუბნება, რომ ეს „აღთქმული" ქვეყანაა, ან მისკენ მიმავალი მართებული გზა.

   იმისათვის, რომ გავარჩიოთ სახელმწიფოებრივი მართვა ანტისახელმწიფოებრივისაგან, ადამიანს ესაჭიროება სულიერი განსჯის, ანალიზის ნიჭი, რომელიც ჭეშმარიტებაში ცხოვრებითა და მოღვაწეობით მოიპოვება.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება