მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სახელმწიფო

სახელმწიფო


23-08-2018, 00:02

 

   სახელმწიფო (საზოგადოებრივი წესრიგი) - ღვთივდადგენილი მმართველობითი ფორმაა, სადაც ქვემდგომები მართებულად ემორჩილებიან ზემდგომებს.

   სახელმწიფოს, ხელისუფალის მორჩილება არა შიშისა გამო, არამედ სინდისის მიხედვით გვევალება.

   საზოგადოებრივი წესრიგი გახლავთ სახე იმისა, რომ მმართველშიც და ქვეშევრდომშიც არსებობს შინაგანი წესრიგი. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. აქედანაა დასაბამი საზოგადოებრივი წესრიგისა. სახელმწიფო უნდა იცავდეს მოქალაქეებს ზნეობრივი უწესრიგობისა და განდგომილებისაგან.

   ქრისტიანულ სახელმწიფოში საერო და სასულიერო მმართველობები ურთიერთშეთანხმებულად ახორციელებენ საზოგადოების მართვას. ხელისუფალი ამას თავისი ინსტიტუტების (ჯარი, პოლიცია, უშიშროება, კონსტიტუცია, სამართალი) მეშვეობით, ხოლო ეკლესია სულიერად და ზნეობრივად ამტკიცებს ადამიანს. ამავე დროს, მართლმადიდებელი ეკლესია ცრუ შეხედულებების სანქცირების უფლებას არ აძლევს სახელმწიფოში.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება