მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > უწესრიგობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

უწესრიგობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-05-2024, 09:36

უწესრიგობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   უწესრიგობა - ხელოვნურად დაკნინებული და ზნეობრივი თვალსაზრისით უზნეოდ მოწყობილი და მოგონილი მეორე რეალობაა. აგრეთვე ესაა ადამიანის (ადამიანების) მიერ ღვთივდადგინებული წესრიგის რღვევა, მაცხოვნებელი სწავლების უარყოფა, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ განგვიცხადა.

   უწესრიგობა - წესრიგის საპირისპირო ცნებაა, რომელიც ასოცირდება მმართველობითი ინსტიტუტის შესუსტებასა და ქაოსთან, რაც თანამედროვე პოლიტიკის ძირითადი მახასიათებელი გახდა, რომელიც თანამედროვე საზოგადოების მართვის ნიმუშად მკვიდრდება.

   სულიერი უწესრიგობა მართებული გზისაგან გადახრისა და გახრწნის შედეგად წარმოიშვება. ამ დროს ადამიანი უპასუხისმგებლოდ ეკიდება სულიერ ცხოვრებას და ყველანაირ ძალისხმევას პოლიტიკური და ამსოფლიური საცდურების ათვისებისაკენ მიმართავს. აქედანაა გაუთავებელი მოთხოვნები. უზნეო ცხოვრების ლეგალიზების მოთხოვნა, იქნება ეს ლ.გ.ბ.ტ. საზოგადოების, ნარკოლიბერალიზაციის მომხრეებისა თუ სხვათა მოთხოვნებზე საჯარო მსჯელობა, ნორმად წარმოჩენა. მსგავსი მმართველობის ფორმა მართვად უწესრიგობას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ვინაიდან ზნეობას მოკლებული, თავაშვებული ადამიანებით მანიპულირება (სანახაობითა და პურით) გაცილებით იოლია, ვიდრე სულიერად ჯანსაღი პიროვნებებისა. ამიტომ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ღვთივდადგენილი წესრიგით მართვა-გამგეობა, ჭეშმარიტ რეალობაში არსებობა, სადაც მთავარი საზომი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება