მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მოდერნიზმი დღეს (ნაწილი 2)
მოდერნიზმი დღეს (ნაწილი 2)4-01-2021, 16:36 |
მოდერნიზმი ხშირად ილაშქრებს მებრძოლი ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების წინააღმდეგაც; იგი ყველა „ქრისტეანულ სწავლებას", მათ შორის მწვალებლურსაც, შეიწყნარებს. წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებით, ეკლესია არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა",2 ამიტომაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იგი სხვადასხვა ცრუსწავლებებთან, მწვალებლობებთან და განხეთქილებებთან ჭიდილშია, მოციქულთა დროიდან ვიდრე ქვეყნის აღსარულამდე ამა სოფლის მთავარს ებრძვის. 842 წელს წმიდა მამებმა მებრძოლი ეკლესიის განსაკუთრებული დღესასწაული - მართლმადიდებლობის ყველა მწვალებლობაზე ზეიმის დღე დააწესეს, რომელიც მას შემდეგ ყოველ დიდმარხვის კვირადღეს იზეიმება. მებრძოლი ეკლესიის ზეიმის ამ დღეს საჯაროდ შეაჩვენებდნენ სხვადასხვა მწვალებლურ ცრუსწავლებებს, უპირველეს ყოვლისა კი მათ, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დამარხულ წმიდა მამებისეულ გარდამოცემას უარყოფდა: „ის, ვინც საღმრთო გამოცხადებასთან შეთანხმებულ და მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის მიერ კეთილმსახურებით დაცულ წმიდა მამათა კრებებსა და მათ გარდამოცემას არ შეიწყნარებს, შეჩვენებულ იყოს". მოდერნიზმი უარყოფს ეკლესიისა და სახელმწიფოს თანაარსებობის მართლმადიდებლურ წმიდა მამებისეულ ტრადიციას, რომელსაც წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის დროიდან მოყოლებული 16 საუკუნოვანი ისტორია აქვს. მიუხევადავად ამისა, თანამედროვე ქრისტიანული მოდერნიზმი დღეს მისი აღორძინების წინააღმდეგ ილაშქრებს. რომაული ლათინიზმით ცთუნებული ვლ. სოლოვიოვის მიერი ტრადიციისამებრ მოდერნიზმი დაუფარავი მტრობით ეპყრობა მართლმადიდებლურ სახელმწიფოებრიობის შესახებ, რომელსაც შუასაუკუნოვან ბიზანტიზმად და „ცეზაროპაპიზმად" მიიჩნევს. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია კი მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს ყოველთვის აცხადებდა: „ის, ვინც ფიქრობს, რომ მართლმადიდებელ ხელმწიფეთა გამეფება ღვთის განსაკუთრებული წყალობის გარეშე ხდება, რომ ცხებისას ამ დიდი წოდების ტარებისათვის მათზე სულიწმიდის მადლი არ გადმოდის, და ამგვარად მათ წინააღმდეგ ამბოხსა და ღალატს ბედავს, შეჩვენებულ იყოს". ღვთისმეტყველებაში მოდერნიზმის აღორძინება დღეს ვლ. სოლოვიოვის ე.წ. „დოგმატის განვითარების" იდეის პოპულარიზაციასა და აპოლოგიაში ვლინდება. ღვთისმეტყველი ინტელიგენციის წრეში ამჟამად დიდად პოპულარული გახდა სწავლება ე.წ. აპოკატასტასის შესახებ. ამ სწავლების თანახმად ჯოჯოხეთი - დროებითი მდგომარეობაა, რომელიც თავისუფალი ნების მქონე ყველა ქმნილებისა და არსების საყოველთაო აღდგინებითა და ცხონებით უნდა დასრულდეს, ორიგენესაგან მომდინარე ეს მწვალებლობა ეკლესიის მიერ დაგმობილია. შეგახსენებთ, რომ ორიგენეს სწავლების თანახმად, ზეცის, მიწისა თუ ქვესკნელის ყველა ბინადარი, ბოროტების ინფერნალურ ძალთა ჩათვლით, აღიარებს და თაყვანს სცემს ქრისტეს. მღვდ. სერგი ბულგაკოვი თავის ნაშრომში „სძალი ტარიგისა" ცდილობდა სოფიის - ღვთის სიბრძნის შესახებ სწავლებასთან ერთად ეს მოძღვრება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში კვლავ შემოეტანა, თუმცა იგი დაგმობილი იყო და მწვალებლურად მიიჩნეოდა. მღვდ. სერგი ბულგაკოვის მიერ აღორძინებული, ხოლო ნ. ბერდიაევისა და „ვერცხლის ხანის" სხვა ფილოსოფოსების მიერ აღზევებული აპოკატასტასისის შესახებ სწავლება პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ წმიდა მამებისეულ მოძღვრებას ცხონებისა და ეკლესიის შესახებ, იგი ადამიანურ სიყვარულს და თანაგრძნობას ღვთის სიბრძნესა და სიყვარულზე მაღლა აყენებს. კიდევ ერთი თანამედროვე მოდერნისტული სწავლებაა იუდევლური ქრისტეანობა, რომელიც ბოლო ჟამს ასე ფართოდ გავრცელდა სარწმუნოებაში ახლადმოსულ და არასაკმარისად ეკლესიურ ინტელიგენციის წრეში. თავდაპირველად როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით იუდევლურ ქრისტეანობას ისევ და ისევ ვლ. სოლოვიოვი შეეხო. შემდეგ ეს სწავლება თავის პარიზულ სტატიებში განავითარა მღვდ. სერგი ბულგაკოვმა, მოგვიანებით კი - მღვდ. ალექსანდრე მენმა და თანამედროვე ნეოქრისტიანობის სხვა მიმდევრებმა. ეს მზაკვრული მიმდინარეობა იუდაიზმისა და ქრისტეანობის შერწყმას ცდილობს, რამეთუ, ამ სწავლების მიმდევართა აზრით, ქრისტეანებსა და იუდეველებს ზეციური მამისადმი ერთი და იგივე ბიბლიური რწმენა გააჩნიათ, მაგრამ ეკლესიის წმიდა მამები წმ. ეგნატე ღმერთშემოსილიდან ვიდრე წმ. იოანე ოქროპირამდე ყოველმხრივ გვაფრთხილებდნენ იმ ცრუსწავლებათა შესახებ, რომლებიც იუდაიზმისა და ქრისტეანობის დაახლოებას ქადაგებდნენ და ცხადყოფდნენ, რომ იუდაიზმი უფალ იესო ქრისტეს არათუ არ აღიარებს მაცხოვრად და ძე ღვთისად, არამედ ამის გამო თვით ქრისტეანობისა და ეკლესიის მიმართაც უკიდურესად მტრულადაა განწყობილი. წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი თავის ეპისტოლეში ფილადელფიელთა მიმართ წერდა: „მაგრამ თუკი ვინმე იუდეველობას გიქადაგებთ, მისი არ ისმინოთ. რამეთუ უმჯობესია წინადაცვეთილისაგან გესმას ქრისტეანობა, ვიდრე წინადაუცვეთელისგან - იუდეველობა..." ეკლესიის ისტორიაში იუდაიზმისა და ქრისტეანობის დაახლოების მცდელობები ყოველთვის ახალი იუდევლურ-ქრისტეანული მწვალებლობების წარმოშობით მთავრდებოდა, რომლებიც თვით ქრისტეანობის იუდეიზაციას ესწრაფვოდნენ. ამას არაერთხელ მოჰყოლია ისეთი ქრისტეანის გამოჩენა, რომლებიც იუდევლობდნენ (ებიონიტები და სხვა) და მართლმადიდებლობისა და ეკლესიის საწინააღმდეგო სექტებსა და განხეთქილებებს ქმნიდნენ. ამჟამად მოდერნიზმი ფესვებს იდგამს და მართლმადიდებლობასა და ეკლესიას უტევს, ცდილობს შექმნას „თანამედროვე" ქრისტეანობა, რომელიც, მისი ეპიგონების აზრით, დღეს „ადამიანს" ქრისტეს აღიარებაში" დაეხმარება. სინამდვილეში მოდერნიზმი დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ვინაიდან მას ფაქტიურად კვლავ „ობნავლენცობისა" და მართლმადიდებელი სარწმუნოების რევიზიისაკენ მივყავართ.
2 1 ტიმ. 3. 15.
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |