მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მოდერნიზმი დღეს (ნაწილი 1)
მოდერნიზმი დღეს (ნაწილი 1)3-01-2021, 17:25 |
1962 წელს რომში მიღებული „ჯორნამენტოს" დასავლური იდეების გავლენით რუსულ საზოგადოებაში ამჟამად მოდერნიზმი კვლავ აღორძინებას იწყებს. იგი ესწრაფვის, ეკლესია და მართლმადიდებლობა შეუთავსოს თანამედროვე ღვთისაგან განდგომილ და სეკულარულ სამყაროს. დღეს მოდერნიზმი, უპირველეს ყოვლისა, საღმრთო გარდამოცემის ანუ ეკლესიის კანონიკური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობაში სულიერი ცხოვრების წმიდა მამებისეული გაგების წინააღმდეგ ილაშქრებს. ამის გამოვლინებაა ეკლესიაში ღვთისმსახურების „გათანამედროვეობის" სურვილი იმ მიზნით, რომ იგი ადამიანებისათვის უფრო მისაწვდომი და გასაგები გახდეს და ამით დაეხმაროს მათ, მართლმადიდებლობის „სულიერი ცხოვრებას" ეზიარონ. ამიტომ მოდერნისტები ლიტურღიისა და სხვა ღვთისმსახურებების თანამედროვე ენაზე გადმოთარგმნას გვთავაზობენ. ისინი გვიმტკიცებენ, რომ ღვთისმსახურებათა შემოკლება, ევქარისტიის წინ სინანულის საიდუმლოზე უარის თქმა, აგრეთვე მართლმადიდებლური იულიანური კალენდრიდან „ახალ", ლათინურ გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლა აუცილებელია, რაც ეკლესიის მართლმადიდებლური გარდამოცმისა და კანონებისაგან აშკარა განდგომას წარმოადგენს. მოდერნიზმი ესწრაფვის, პასექი ახალი გრიგორიანული კალენდრით ლათინურ რომთა ერთად იზეიმებოდეს. ამით იგი ეკლესიის ჟამთა ათასწლოვან ხატს - იულიანურ კალენდარს ამხობს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ 325 წლის I მსოფლიო კრებაზე პასექის აღნიშვნა დაადგინა. გრიგორიანული კალენდრის ქომაგნი პასექს იუდეველებზე ადრე ან მათთან ერთად აღასრულებენ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი კანონის დარღვევაა. მოდერნისტები მოციქულთა კანონებს, ნიკეის კრების გადაწყვეტილებებსა და ანტიოქიის ადგილობრივი კრების პირველ კანონს უგულებელჰყოფენ. პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამებმა მიიღეს ოროსი - გადაწყვეტილება პასექის შესახებ, რომელიც პასექის იუდეველებთან ერთად აღნიშვნას კრძალავს. ანტიოქიის კრების პირველ კანონზე დაყრდნობით „ყველა, ვინც გაბედავს დაარღვიოს ნიკეაში შემდგარი წმიდა და დიდი კრების გადაწყვეტილება... მაცხოვნებელი პასექის დღესასწაულის შესახებ, უნდა განეყენოს თანამსახურებისაგან და ეკლესიისაგან განიკვეთოს". მეექვსე მსოფლიო კრებამ მეექვსე სხდომაზე დაადგინა „საეკლესიო გარდამოცემის, წმიდა და ნეტარხსენებულ მამათა კანონების წინააღმდეგ ყველა სიახლის მოქმედი შეჩვენებულ იყოს". ეკლესიის გარდამოცემის დაცვისას ღირსი სერაფიმე საროველი ამბობდა: „წმიდად და მტკიცედ აღასრულე ყოველივე, რასაც შვიდ მსოფლიო კრებაზე წმიდა ეკლესია ამბორს - უყოფს და შეიწყნარებს. ვაი იმ კაცს, ვინც მსოფლიო კრებათა დადგენილებებს თუნდაც ერთ სიტყვას დააკლებს ან დაამატებს". დღეისათვის გაჩნდა ეკლესიოლოგიური მოდერნიზმიც, რომელიც წმიდა მამებისეულ ღვთისმეტყველებასა და, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას უარყოფს. მოდერნიზმის ეს სახე ცდილობს იგი პროტესტანტული რეფორმატორობის, თანამედროვე ლათინური მოდერნიზმი სულითა და ლიბერალური ღვთისმეტყველების ე.წ. პარიზული სკოლის იდეებით განმსჭვალული თანამედროვე რელიგიურ - ფილოსოფიური სწავლებებით შეცვალოს. მოდერნიზმი ცდილობს შელახოს წმიდა მამებისეული ტრადიციის ავტორიტეტი, როგორც ჩვენი დროისათვის შუასაუკუნოვანი და მოძველებული. მოდერნიზმის ერთ-ერთი თანამედროვე მიმდევართაგანი მღვდ. ალექსანდრე მენი წერდა: „წმ. დიონისე არეოპაგელის შრომები, რომლებშიც უძრავი სამყაროს სახემ ლამის დაჩრდილოს ქმნილების ღვთის სასუფევლისაკენ სწრაფვის რწმენა (?), დაღს დაასვამს მთელ შუასაუკუნოვან მსოფლმხედველობას, განსაკუთრებით ბიზანტიაში. ძველი რელიგიური ფსიქოლოგიის ინერციის დაძლევაც იოლი არ იქნება... ფესვებს გაიდგამს სარწმუნოების მიწიერი, ჩამორჩენილი გაგება, რიტუალურ კანონიკურ ფორმებს განიხილავენ როგორც რაღაც შეურყეველს, სამარადისოდ დადგენილს". ეკლესიოლოგიური მოდერნიზმი ფაქტიურად წინააღმდეგია მსოფლიო კრებებზე სულიწმიდის მადლით დამტკიცებული მართლმადიდებლური დოგმატისა ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ. მოდერნისტული სწავლების თანახმად ერთადერთი ღვთის ეკლესია არ არსებობს. არსებობენ სხვადასხვა ქრისტეანული „ეკლესიები", რომელთა შორის სხვაობა „ზეცას არ წვდება". მოდერნიზმის მიმდევრებმა შექმნეს „ახალი სწავლება" ეკლესიის შესახებ, პროტესტანტთა მსგავსად. ისინი ხშირად წერენ „ეკლესიის ისტორიულ ცოდვებზე", თან ამტკიცებენ, რომ ეკლესიის ჭეშმარიტი მიზანი არა ქრისტესმიერი ცხონება და მადლმოსილი ცხოვრებაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სოციალური მსახურებაა. მღვდ. ალექსანდრე მენი თავის წიგნში წერს: „ეკლესია უფლის ჭეშმარიტ იარაღად მაშინ წარმოგვიდგება, როდესაც იგი, როგორც საზოგადოების სინდისი, უძლურთა მხარეს დადგება და უუფლებობას და ომებს შეებრძოლება, ხალხთა სულიერ მემკვიდრეობას დაიცავს და ქალის, მონის, ყმის ადამიანურ ღირსებას განამტკიცებს". წმიდა მამებისეული ტრადიცია ყოველთვის ეფუძნებოდა მართლმადიდებლობის იმ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტეანობა ეკლესიის გარეშე არ არსებობს, ისევე, როგორც მის გარეშე არ არსებობს არც ცხონება, არც მადლი. „როგორ შეიძლება ქრისტესთან იყოს ის, ვინც ქრისტეს სძალთან ერთად, მისი ეკლესიის წიაღში არ იმყოფება" - წერდა წმ. კვიპრიანე კართაგენელი. ეკლესიის შესახებ მთელი მართლმადიდებლური სწავლების რვიზიისას მოდერნიზმი ეხება ე.წ. ეკლესიის გარეშე ქრისტიანობას, რომლის მიერაც, მისი აზრით, ასევე შესაძლებელია ცხონება, ვინაიდან „სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ".1 მოდერნისტები ფიქრობენ, რომ ცხონდებიან „კეთილი ადამიანებიც" - ანონიმური ქრისტეანები, რომლებიც საზოგადოებისა და პროგრესისათვის კეთილ საქმეებს აღასრულებენ. (გაგრძელება...)
1 ინ. 3. 8.
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |