მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > რწმენის შესახებ - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

რწმენის შესახებ - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


28-07-2018, 00:03

რწმენის შესახებ - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   წმიდა რწმენა, რომელზედაც იცინოდნენ და იცინიან რაციონლისტები, ეძახიან რა მას ბრმა რწმენას, იმდენად დახვეწილი და ამაღლებულია, რომ მისი ჩაწვდომა და სწავლება შესაძლებელია მხოლოდ სულიერი აზროვნებით. ამქვეყნიური აზროვნება საწინააღმდეგოა მისი, უარყოფს მას. და როდესაც რაიმე მატერიალური აუცილებლობის გამო თვლის მას საჭიროდ და ასატანად, მაშინაც არა სწორად ესმის იგი და მცდარად ხსნის მას: იმიტომ რომ სიბრმავე, რომელსაც რწმენას მიაწერენ, სინამდვილეში ამქვეყნიური აზროვნების განუყოფელი კუთვნილებაა. მხოლოდ მაშინა რწმენა წმიდა და ჭეშმარიტი, როდესაც იგი რწმენაა წმიდა ჭეშმარიტებაში, როდესაც იგი რწმენაა, მოტანილი დედამიწაზე განკაცებული ღმრთაებრივი ჭეშმარიტების, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენისა წმიდა ჭეშმარიტებაში, არის ცრურწმენა. ცრურწმენის ნაყოფი კი წარწყმედაა. ამგვარი რწმენა დაგმობილია ღვთისაგან: ასე სწამთ კერპთაყვანისმცემლებს თავიანთი კერპები, მუსულმანებს ცრუ-წინასწარმეტყველი მუჰამედი და ყურანი, მწვალებლებს თავიანთი ღვთის მგმობი დოგმატები და ერესიარქები, რაციონალისტებს ადამიანის დაცემული აზროვნება. ამგვარი რწმენით იწამებენ ანტიქრისტესაც მისი მიმდევრები.

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება