მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ამქვეყნიურ და მომავალ ცხოვრებაზე - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ამქვეყნიურ და მომავალ ცხოვრებაზე - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


17-07-2018, 00:03

ამქვეყნიურ და მომავალ ცხოვრებაზე - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   დაე ყოვლადმოწყალე უფალმა მოგმადლოს შენ მოთმინება, რომელიც ეფინება სულს, მაშინ  როცა მივენდობით ღვთის ნებას, და ვმადლობთ ღმერთს მწუხარებისათვის, რომელიც ჩვენი ცოდვების განსაწმედად მოგვევლინა. მშვენივრად თქვა წმიდა მოწამე ტივურტიმ (ხსენება 22 ნოემბერს) ამქვეყნიურ ცხოვრებაზე: „მეჩვენება, რომ არის და არც არის" ზუსტია! ის თითქოს თვალწინაა და ხელშესახებია, მაგრამ ყოველთვის ხელიდან გვისხლტება. მომავალ ცხოვრებაზე კი ტივურტიმ თქვა: „მეჩვენება რომ არ არის და არის". მართლაც, როცა აქა ვართ გვგონია, რომ ყოველთვის აქ ვიცხოვრებთ; მომავალი ცხოვრება არარსებულად გვეჩვენება მაგრამ არ ვერც კი შევამჩნევთ ისე დადგება, და დადგება უეჭველად. ნეტარ არიან ისინი, რომელთაც ღმერთი მარადისობისათვის განამზადებს ავადმყოფობებითა და სხვა ჭმუნვებით, რომელნიც თავიანთი მწუხარების ადგილიდან შეჰღაღადებენ უფალს: „და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელ ვქმენით მოგვეგების, მოგვიხსენე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა".

   მე ძლიერ მტკივა ხელ-ფეხი, განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი; ძალიან მტკივა თავიც, მაგრამ მთავარ ტკივილს მარცხენა მხარეს, მკერდში, ნეკნებთან, ბეჭთან და გულთან ვგრძნობ, თითქოს ჭრილობა მქონდეს მიყენებული შუბით, რითაც უკიდურეს უძლურებაში ვარ და მომაკვდავივით ვგრძნობ თავს. სასარგებლოა ნაცნობთა სიკვდილის ამბავის გაგება, ამგვარი უწყებებით ადამიანს საკუთარი სიკვდილი ახსენდება.

   როგორ უეცრად, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, ყველაზე ახალი სისხლი და ხორცი მიუდგება და საკუთარ თავში დაბადებს სიკვდილის ჩანასახს! ეს ჩანასახი იწყებს განვითარებას, და უეცრად გადადის განუკურნებელ ავადმყოფობაში, რომელიც კაცს დაასამარებს.

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება