მთავარი > ლოცვა, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ლოცვისათვის - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ლოცვისათვის - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)9-07-2018, 00:03 |
ლოცვის დროს აუცილებელია პირადი ნების უარყოფა. გულში არაფრის დიდებით არ უნდა გაივლო, რომ რაიმე წარმატების ღირსი ხარ; მხოლოდ ღმერთს უნდა ესავდე, მთელი გულისყურით ლოცულობდე და მაშინ შეამჩნევ, რომ წარმატებისაკენ სწრაფვა მხოლოდდამხოლოდ მოუთმენლობითა და სიფიცხით გამოწვეული ფუჭი გატაცება იყო. სიფიცხესთან მეგობრობს ამპარტავნება. ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე თან სდევს მხოლოდ პირადი ნების უარყოფას, რასაც მოსდევს კიდეც წყალობა ღვთისა. ოდეს ადამიანი ღირს-იქმნება ღვთაებრივი განცდისა, მაშინ მიხვდება მშვინვიერ შეგრძნებათა არარაობას და ცხადია, იგრძნობს, რომ მოხიბლული ყოფილა. აღთქმული ქვეყნის გზა უდაბნოზე გადის. როდესაც უდაბნოში ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი უდაბნოა და აღთქმულ ქვეყანამდე, ჯერ კიდევ შორი გზა გვიდევს, შემხვედრი თვალწარმტაცი ოაზისი აღთქმულ ქვეყნად არ უნდა მივიჩნიოთ, აღთქმულ ქვეყანაში მისვლის სურვილი არ უნდა გაგვინელდეს და არც იმედი ჩაგვიქრეს. ოაზისი შეიძლება შევადაროთ დროებით წარმატებას, რომლებსაც დამწყებნი დროდადრო აღწევენ ლოცვისას. ამ დროს მადლმოსილი ყურადღება არ უნდა გაგვეფანტოს. ყურადღება ლოცვის ჟამს უდიდესი სულიერი ნიჭი და საბოძვარია, იგი ადამიანებს საკუთარი ძალისხმევით არ ენიჭებათ, თუ უფალმა არ მიაგო.
წიგნიდან „ლიმონარი 2" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |