მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა გრიგოლ ხანძთელი

წმიდა გრიგოლ ხანძთელი


16-03-2014, 00:08
წმიდა გრიგოლ ხანძთელი
 
 

   „ხოლო მე ამას ვიტყვი, ვითარცა ყოველთა უწყით, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა შვილთა მწვალებელი მღდელი ვერ მოჰნათლავს, დაღაცათუ უნათლავი მოკუდებოდის, რამეთუ ნათელი არა არს მათ თანა, და უნათლავისა სიკუდილი უმჯობეს არს, ვიდრე უშჯულოებას შჯულისა გარდასვლითა. ეგრეთვე ჯერ და სამართალ არს ნათლის-ცემაი შვილსა ყოველთა მწვალებელთასა, დაღაცათუ წვალებაი მათი თვის-თვისად იხილვების, არამედ ურთიერთას განთხზულ არს საცთურებით მსგავსად მელთა მათ, რომელთა კუდი კუდსა შეუკიცუა საფსონ და ლამპრები ყოველთა კუდებსა გამოაბა, რამეთუ სახე იყვნეს იგინი ყოველთა მწვალებელთა, რომელთაიცა უკანასკნელ საყოფელი მათი ცეცხლი არს საუკუნოი. რამეთუ უცხო ქმნილ არიან წმიდისაგან დედისა ჩუენისა მხოლოისა კათოლიკე სამოციქულოისა ეკლესიისა. სცთებიან საშოითგან, რომელ საგონებელ არს მათთვის მეორედ შობა. და იტყვიან სიცრუესა, რამეთუ მარადის ნაცილსა ქადაგებენ და ცილსა წამებენ შეჩუენებულნი იგი წმიდათა მამათა ჩუენთა მოძღუართა მიერ" (წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. თავი 75 [9, გვ. 216]).


უკან დაბრუნება