მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა ეფრემ ასური

წმიდა ეფრემ ასური


17-11-2012, 12:44
წმიდა ეფრემ ასური
 
 

   ნეტარ ხარ შენ, მართალთა ეკლესიაო, რამეთუ მეუფეთა მეუფემ შენ შორის დაიდგა საყდარი. შენი საძირკველი არასოდეს შეირყევა, რამეთუ უფალია შენი მცველი; და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, მტაცებელი მგლები ვერ შემუსვრავენ შენს სიმტკიცეს. ო, რა დიდებული და მშვენიერი ხარ შენ, სახლო ღმრთისაო! [34, გვ. 454].

„იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი

და უმანკო, ვითარცა ტრედნი" (მათე 10.16)

 

* * *

   ჩემი იმედი და ნუგეშინისცემა ღმრთის წინაშე მხოლოდ ისაა, რომ არასოდეს მიგინებია უფალი და ჩემს ბაგეთაგან არ გამოსულა გმობა. რამეთუ მოვიძულე, უფალო, მოძულენი შენნი და არა შევიყვარე მტერნი შენნი.

გულში აღიბეჭდეთ ჩემი სიტყვები და ნუ დამივიწყებთ, რამეთუ ჩემი სიკვდილის შემდეგ თქვენთან მოვლენ ბოროტმსახური ადამიანები „სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ" (მათე 7.15).

   მათი საუბარი ტკბილია, გულისწადილი კი სიმწარით სავსე. გარეგნულად კეთილნი ჩანან, მაგრამ სატანის შვილნი არიან. გაექეცით ასეთ ადამიანებს, არ მიიკაროთ ისინი და მათი სწავლება.

   იცოდეთ, რომ თუ კაცი იმ ადგილას შეიპყრეს, სადაც მეფეს აგინებდნენ, მიჰყავთ სასამართლოში დაკითხვაზე, და თუმცა იგი უდანაშაულოა, რამეთუ თვითონ არ უგინებია მეფე, მაგრამ მაინც ისჯება, რაკი მის დასაცავად თავი არ გამოუღია. ამიტომ ნუ გექნებათ ურთიერთობა ცრუმოძღვრებთან და ურწმუნოთა საკრებულოებში ნუ შეხვალთ (წმიდა ეფრემ ასურის ანდერძიდან [21, გვ. 427]).


უკან დაბრუნება