მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა ნიფონტი კონსტანტინოპოლელი

წმიდა ნიფონტი კონსტანტინოპოლელი


15-11-2012, 12:31
წმიდა ნიფონტი კონსტანტინოპოლელი
 
 

   შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნი, ისევე როგორც სატანის მსახურები. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება; ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი; ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვეცხლის-მოყვარეობა იმეფებს მაშინ და ვაი, ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმრთის სახეს [19, გვ. 494].


უკან დაბრუნება