მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა სერაფიმ საროველი

წმიდა სერაფიმ საროველი


16-11-2012, 12:29
წმიდა სერაფიმ საროველი
 
 

   უფალმა გამომიცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები განუდგებიან მართლმადიდებლობის მთელი სიწმიდით დაცვას და ამისათვის ღმრთის რისხვა დაატყდებათ თავს. სამი დღე ვიდექი და შევთხოვდი უფალს მათ შეწყალებას და ვევედრებოდი, რომ სჯობდა მე, გლახაკი სერაფიმი, არ შევეშვი ცათა სასუფეველში, ვიდრე ისინი დაესაჯა. მაგრამ უფალმა არ შეისმინა ჩემი თხოვნა და ბრძანა, რომ არ შეიწყალებს მათ, რადგან დაიწყებენ კაცობრივი მოძღვრებებისა და მცნებების სწავლებას, ხოლო მათი გული შორს იქნება ღმრთისაგან. (წმიდა სერაფიმ საროველის ცხოვრებიდან [32, გვ. 601]).

 

 

* * *

   განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მამა სერაფიმს იმ მღვდელმთავართა მიმართ ჰქონდა, რომლებმაც დიდი მოსურნეობა გამოიჩინეს ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვაში. ესენი არიან: რომის პაპი კლიმენტოსი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლო ღვთისმეტყველი, ათანასე ალექსანდრიელი, კირილე იერუსალიმელი, ეპიფანე კვიპრელი, ამბროსი მედიოლანელი და მათი მსგავსნი; ჭეშმარიტების სვეტებს უწოდებდა მათ, მათი ცხოვრება და მოღვაწეობა მოჰყავდა სიმტკიცისა და შეურყევლობის მაგალითად; არწმუნებდა ადამიანებს, მტკიცედ მდგარიყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების ჭეშმარიტების დასაცავად და სანიმუშოდ ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი მოჰყავდა, რომელმაც ურყევი მოშურნეობა გამოიჩინა აღმოსავლეთის კეთოლიკე სარწმუნოების დასაცავად ფლორენციის კრებაზე. თვითონ ჰყვებოდა სხვადასხვა დარიგებებს მართლმადიდებლოდაზე, განმარტავდა თუ რაში მდგომარეობს იგი, ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა შეიცავს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მთლიანად და წმიდად, და ასწავლიდა, თუ როგორ უნდა დავიცვათ იგი [26, გვ. 97].


უკან დაბრუნება