მთავარი > ახალი ამბები, რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ინტერნეტჟურნალ „Xareba.net” - ის განცხადება

ინტერნეტჟურნალ „Xareba.net” - ის განცხადება


20-03-2018, 10:35

 

 

 

 

   ტელეარხ „რუსთავი 2” - ის ერთ-ერთი წამყვანის (გ. გაბუნიას) მიერ სარკაზმით გაჟღერებულმა მკრეხელურმა ფრაზამ ქრისტეს ჯვარცმის შესახებ მრავალ მართლმორწმუნე ქრისტიანში ძლიერი შეშფოთება გამოიწვია.  ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მისი (და მისი თანამოაზრეების) არაკეთილსურვილური დამოკიდებულება.

   გ. გაბუნიას მიერ ქრისტიანული გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფა იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის თემა ახალ, უფრო ძლიერ ფაზაში გადადის.

   „Xareba.net” - ის რედაქცია მოუწოდებს გ. გაბუნიას საჯაროდ წარმოთქმულ მკრეხელობას, საჯარო შენდობა მოაყოლოს, ვინაიდან ამ განცხადებით საკუთარი თავი უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ჩაიყენა, რომელიც მხოლოდ ღრმა სინანულით იკურნება.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება