მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს აღდგომა
ქრისტეს აღდგომა11-04-2018, 00:00 |
აღდგომას ჩვენ სხვაგვარად ვესალმებით ერთმანეთს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. ვამბობთ: „ქრისტე აღსდგა!" და ვპასუხობთ: „ჭეშმარიტად აღსდგა". აღდგომა ყველაზე დიდი დღესასაწულია. გაიხსენეთ, რა კარგია, როცა გაზაფხულზე ყველაფერი ცოცხლდება, როგორ რბილდება ტოტები, იფარება მწვანით. აი, ასეა აღდგომაც: იესო ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი და ჩვენ გვიქადაგა ახალი, სხვა ცხოვრება, რომელიც არასდროს არ დასრულდება. ამიტომაც ხალხს განსაკუთრებით უხარია ეს დღესასწაული. შესაძლებელია, ზოგიერთი თქვენგანი ყოფილა სააღდგომო მსახურებაში შუა ღამეს, როცა ჯვრით ხელში უვლიან ტაძარს და გალობენ. ამ დროს ზარების ხმა ისმის, ყველა მლოცველი სანთლებს ანთებს. მსვლელობა ჩერდება ეკლესიის დახურული კარის წინ, თითქოს იესო ქრისტეს საფლავის წინ და აქ მღვდელი ხმამაღლა იძახის: „ქრისტე აღსდგა!" მრევლი მხიარულად გალობს: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" - კარები ფართოდ იღება და ყველა ტაძარში შედის. რა იცით იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს? ხალხი ერთმანეთს „სააღდგომო კვერცხებს ჩუქნის". იცით რატომ ვღებავთ აღდგომას კვერცხებს და ვჩუქნით ერთმანეთს? მოგვითხრობენ, რომ პირველი სააღდგომო კვერცხი იესო ქრისტეს მოწაფემ მარიამ მაგდალინელმა მიუტანა საჩუქრად რომის იმპერატორ ტიბერიუსს. როცა მას მარიამმა კვერცხი გადასცა, ხმამაღლა თქვა: „ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს. მარიამმა მას უამბო უფალ იესო ქრისტეზე. იმპერატორმა ვერ დაიჯერა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ კვერცხის გაწითლებას უფრო დაიჯერებდა, ვიდრე მკვდრის აღდგომას. ამის თქმისთანავე მარიამის მოტანილი კვერცხი გაწითლდა. მას შემდეგ პირველი ქრისტიანები, მარიამ მაგდალინელის მსგავსად, ერთმანეთს წითელ კვერცხებს ჩუქნიდნენ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |