მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გაასამართლეს ნატო იუგოსლავიაში ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის!

გაასამართლეს ნატო იუგოსლავიაში ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის!


3-05-2018, 00:03

გაასამართლეს ნატო იუგოსლავიაში ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის!

 

საერთაშორისო ტრიბუნალის ვერდიქტიდან, რომელიც ჩატარდა 23.01.2000 წ. უკრაინის უმაღლესი საბჭოს შენობაში

 

   1999 წლის 23 მაისს შექმნილმა საერთაშორისო საზოგადოებრივმა ტრიბუნალმა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, იუგოსლავიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და გერმანიის წარმომადგენლები, თავის მეორე ღია სხდომაზე განიხილა უკრაინის სლავური კომიტეტის მიერ მომზადებული საბრალდებო აქტი, წამოყენებული ნატოს და მისი ათი წევრი - ქვეყნის წინააღმდეგ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, პორტუგალია და ესპანეთი) და მათი ლიდერების ბ. კლინტონის, მ. ოლბრაიტის, ტ. ბლერის, ჰ. შრედერის, ჟ. შირაკის, ხ. სოლანასი და სხვათა წინააღმდეგ, რომლებიც შემდგომ წოდებულნი არიან „ბრალდებულად, იმ საერთაშორისო ბოროტებათა გამო, რომლებიც ჩამოყალიბებულია ნიურბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალების წესდებათა VI მუხლით. ამ მუხლით დაგმობილია II მსოფლიო ომის გაჩაღებაში დამნაშავე სამხედრო ბოროტმოქმედები.

   არც ერთი ბრალდებული, რომლებსაც სათანადო წესით დაეგზავნათ შეტყობინებანი ბრალდების ხასიათისა და ტრიბუნალის ჩატარების ადგილის შესახებ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი წარმომადგენელი არ გამოგზავნა.

   დანაშაულებანი მშვიდობისა დ-ს მსოფლიოს წინააღმდეგ ჩადენილ იქნა ბრალდებულთა მიერ სერბი და იუგოსლავიაში მცხოვრები სხვა ერების წინააღმდეგ 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე.

   ეს დანაშაულობანი შემდგომში მდგომარეობს:

   - აგრესიული ომის დაგეგმვა და მომზადება;

   - აგრესიული ომის გაჩაღება;

   - აგრესიული ომის წარმოება.

   ბრალდების მტკიცებულებით ბაზას მხარი დაუჭირეს და ახალი მასალებით შეავსეს ბრალმდებლებმა უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, იუგოსლავიიდან, პოლონეთიდან და აშშ-დან.

   მოუსმინა რა ბრალმდებლებს, დაცვის წარმომადგენლებსა და მოწმეებს, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩრდილოეთ-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ნატომ) 1999 წლის 24 მარტს გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე 51-ე და 53-ე მუხლების დარღვევით, უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე, კოსოვოსა და მეტოქიაში მცხოვრების ალბანელების დაცვის საბაბით დაიწყო არაფრით გამართლებული, სისტემატური, ინტენსიური დაბომბვა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებისა იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რითაც აღურაცხელი ვნება მიაყენა ამ ქვეყნის მრავალეროვნულ მოსახლეობას: მთლიანად დაანგრია მისი ინფრასტრუქტურა და სამრეწველო და სასოფლო - სამეურნეო ობიექტების უმრავლესობა, აგრეთვე, სოციალური და კულტურული სფეროს ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.

   ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძლიერების ინტენსივობითა და სისასტიკით, იუგოსლავიაში ნატოს აგრესიის შედარება მხოლოდ ფაშისტების ბოროტმოქმედებებთან და აშშ-ის მიერ ატომური ბომბების გამოყენებასთან შეიძლება II მსოფლიო ომის დროს. არსებითად, მსოფლიოს ხალხები შეეჯახნენ ნატოფაშიზმის მოვლენას.

   ტრიბუნალმა თავის პირველ, 1999 წლის 14 დეკემბრის ვერდიქტში დაადგინა და დაადასტურა, რომ ნატომ, მასში შემავალმა ქვეყნებმა და მათმა უმაღლესმა ხელმძღანელებმა დაარღვიეს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტალური პრინციპი, მათ შორის გაეროს წესდება და ჰელსინკის 1975 წლის დასკვნითი აქტის დეკლარაციაც.

   ტრიბუნალი ყურადღებას ამახვილებს ამ დანაშაულებებში ნატოს სხვა წევრი - სახელმწიფოებისა და არაწევრების მონაწილეობაზეც, რომლებიც თუმცა კი უშუალოდ არ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში, მაგრამ საჯაროდ დაუჭირეს მხარი თავდასხმას იუგოსლავიაზე, თავიანთი ტერიტორია და საჰაერო სივრცე დაუთმეს აგრესორს და ხელს უშლიდნენ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას იუგოსლავიის ტანჯული ხალხისთვის.

   ტრიბუნალი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას მიაპყრობს ევროპის უშიშროების ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარის კ. ვოლებეკის მოქმედებაზე, რომელსაც უნდა წაეყენოს ბრალდება დანაშაულობებში მშვიდობისა და მსოფლიოს წინააღმდეგ, კერძოდ: აგრესიის შემუშავებასა და მომზადებაში, აგრეთვე საბჭოს სამშვიდობო მისიის ბლოკირებაში.

   ტრიბუნალი უარყოფს როგორცდაუდასტურებელს და აკვალიფიცირებს როგორც მოგონილს ყველა ბრალდებას იუგოსლავიისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში კოსოვოსა და მეტოქიაში.

   ტრიბუნალი ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ 1999 წლის 10 ივნისის შემდგომაც აშშ და ნატოს წევრნი ქვეყნები განაგრძნობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს იუგოსლავიის დასანაწევრებლად და დასამორჩილებლად და ამჯერად ეფარებოდნენგაეროს სამშვიდობო მისიას.

   ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყურად იღებს რა სერბებისა და იუგოსლავიის სხვა ხალხების ტანჯვას, აგრეთვე შეგნებული აქვს რა თავისი ისტორიული პასუხისმგებლობა სლავებისა და მსოფლიოს სხვა ხალხების მომავალი თაობების წინაშე და მშვიდობისა და მსოფლიოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გადაჭრილი, ცხადი და მკაცრი დაგმობის აუცილებლობა. საერთაშორისო საზოგადოებრივ ტრიბუნალს შემდეგი ვერდიქტი გამოაქვს:

   1. თავისი მიზნებითა და პრაქტიკული საქმიანობით დანაშაულებრივად იქნას აღიარებული ნატო - ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების საერთაშორისო ორგანიზაცია.

   2. ნატოს ბლოკში შემავალი 19 სახელმწიფოს მთავრობას მოეთხოვოს ამ ორგანიზაციის დაუყოვნებლივი დაშლა.

   3. გაეროში მოხდეს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის სასწრაფოდ მიღების ინიცირება, რომელშიც დაიგმობა ნატოს მოქმედებანი იუგოსლავიის წინააღმდეგ 1999 წლის 23 მარტიდან 10 ივნისამდე და ასევე დაფიქსირებული იქნება გაეროს გენერალური მდივნის კოფე ანანის პოზიცია ამასთან დაკავშირებით.

   4. დაკვალიფიცირდნენ ბ. კლინტონი, მ. ოლბრაიტი, უ. კოენი, ტ. ბლერი, რ. კუკი, ჟ. რობერტსონი, ჰ. შროიდერი, ი. ფიშერი, რ. შარპინგი, ჟ. შირაკი, ხ. სოლანა, უ. კლარკი, კ. ვოლაბეკი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს აგრესიის მომზადების პერიოდში და მის განმავლობაში როგორც შეთქმულნი, რომელთაც მიზნათ ჰქონდათ დასახული მოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის დანერგვა და მსოფლიოს სხვა სახლმწიფოების დამორჩილება თავიანთი დიქტატისათვის.

   5. აღიარებულ იქნან ეს სახელმწიფო პირები საერთაშორისო დამნაშავეებად.

   6. ეშუამდგომლოთ გაეროში შემავალი სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოების წინაშე, რათა ეროვნული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის პროცედურის შესაბამისად აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები აღნიშნული პირების წინააღმდეგ სერბი და იუგოსლავიის სხვა ხალხების გენოციდის ნიშნით. აგრეთვე საერთაშორისო დანაშაულობათა ნიშნით, რომლებიც დადგენილ იქნა ამ ტრიბუნალის სხდომის მსვლელობაში.

   7. მოეთხოვოს ნატოს წევრ - ქვეყნებს იმ ეკონომიკური და მორალური ზარალის ანაზღაურება, რომელიც იუგოსლავიის ხალხებს მიადგათ სამხედრო აგრესიის შემდეგ, ამასთან ვადებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ნგრევათა უსწრაფეს აღდგენას და ევროპის ხალხთა გათავისუფლებას ტექნოგენური კატასტროფისაგან, როგორც ნატოს აგრესიის შედეგისაგან იუგოსლავიის წინააღმდეგ.

 

 

ჟურნალ „ივერიის გაბრწყინებიდან" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება