მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულის სასარგებლო დარიგებანი - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

სულის სასარგებლო დარიგებანი - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


26-04-2018, 00:04

სულის სასარგებლო დარიგებანი - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

   ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა არ უნდა წაიკითხოს იმ მამათა ნაშრომები, რომლებიც მხოლოდ მონაზვნებისთვისაა განკუთვნილი, რადგანაც რა სარგებელია იმ სათნოებათა კითხვა, რომლის საქმით შესრულება არ ძალგვიძს.



***

   

   ცვალებადობა და გატაცება უთუოდ ყველა ადამიანის ხვედრია - მკაცრი განდეგილისაც კი. ერში მყოფი ქრისტიანი, რომელიც ყოველდღიურად მრავალ საცთურს აწყდება, შეუძლებელია არ იყოს რაიმე მანკიერებით გატაცებული. შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ თქვენს თავს. ნუ მოსთხოვთ იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია. თქვენი გატაცება სინანულით განკურნეთ, ღვაწლის არქონა კი შემუსვრილი სულით აინაზღაურეთ.



***

   

   ნუ დაიწყებ ცოდვების დაწვრილმანებით განხილვას, არამედ მთელი ცხოვრება სინანულში გაატარე. აღიარე, რომ ცოდვის მორევში იმყოფები. გწამდეს, რომ მრავალმოწყალე ღმერთი ყველას შეიყვანს თავის წიაღში, ვინც მხოლოდ აღიარებს თავის შეცდომებს. ეს წესი, რა თქმა უნდა, მომაკვდინებელ ცოდვებს არ ეხება, ამ მძიმე ცოდვათა შენდობა ადამიანს მხოლოდ ცოდვის დატევებით მიეტევება.



***

   

   ერში მყოფი კეთილგონიერი ქრისტიანის სინანული: ყოველ საღამოს ანგარიში გაასწორე სინდისთან. ეს საკმარისზე მეტია!



***

   

   თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა სინანული მხოლოდ ჩვენი უძლურების გამო მოგვმადლა, და არა ცოდვებზე ხელის დაფარებისათვის... ვინც სინანულის იმედით იმეორებს თავის შეცოდებებს, ის მძიმედ სცოდავს ღვთის წინაშე. ასეთები მოულოდნელი სიკვდილით კვდებიან.



წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება