მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > პეტრე-პავლობა - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

პეტრე-პავლობა - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


12-07-2018, 00:01

 

   უფლის ამაღლებიდან მეათე დღეს ქრისტეს ეკლესია ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. იგი განადიდებს წმინდა მოწამეთა - პეტრესა და პავლეს მოწამეობრივ აღსასრულს, რომლებმაც ყველაზე მეტად იღვაწეს სახარების ქადაგებისათვის. საღვთისმსახურო საგალობლებში ძნელად იპოვება სიტყვები, რომლებიც ღირსეულად შეასხამენ მათ ქებას, განადიდებენ მოციქულებრივ მოშურნეობას და თავგანწირულ ღვაწლს.

   როგორც ვხედავთ, პეტრესა და პავლეს ეკლესია ერთნაირად განადიდებს - ორივეს უწოდებს მოციქულთა თავს.

   - პეტრეს თვით ქრისტემ უწოდა კლდედ, „შენ ხარ კლდე - რქვა მას უფალმან და კლდესა ამასა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი". კლდე იყო სარწმუნოება მისი, მას აქვნდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყვნელი ვითარცა კლდე. პავლე იყო ზღვა სიყვარულისა, ყოველნი მისნი წერილნი ცხადყოფენ, თუ ვითარი საუნჯე იყო გული მისი, როგორი განუსაზღვრელი სიყვარული ჰქონდა მას ყოველთა თვისთა მოწაფეთადმი.

   აჰა ორნი უმთავრესი ღირსებანი წმინდათა ამათ მოციქულთა, ამათ ორთა სათნოებათა ზედა დამყარებულ არს ეკლესია და სჯული ქრისტესი. შეურყვნელი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს ყოველ კაცს, რომელსაც ჰსურს რაითამცა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანი.



წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება