მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი მარგალიტები - წმიდა ეფრემ ასური

სულიერი მარგალიტები - წმიდა ეფრემ ასური


18-05-2018, 00:04

 

 

   დიდი საუნჯეა მოიპოვო სიბეჯითე, რადგან ვისაც უქმად ყოფნა უყვარს, მისთვის უცხოა წარმატება.


* * *

   

   ბეჯითად იკითხე საღვთო წერილი, ამით შეიძენ სიბრძნეს. განეშორე გაუმაძღრობას, რომ არ გაფლანგო ყოველივე ის, რაც შეგიძენია.


* * *

   

   კეთილ არს სიბრძნე უფროის ჭურჭელთა ბრძოლისათა (ეკლ.).

 

* * *

   

   ჭაბუკო, იზრუნე, რათა ისწავლო და კეთილად განეწყვე ცხოვრების გზაზე, რათა ამ წუთისოფელშიც გახდე სახელოვანი და მომავალშიც დაიმკვიდრო სასუფეველი.


* * *

   

   სწავლა სინათლეა და განანათლებს ჭაბუკის თვალებს, შეიყვარე იგი, რათა გახდე განათლებული და მსმენელთაგან საქები.


* * *

   

   შენთვის საზრდო წიგნები იყოს და განსძღები საამო საზრდელით. წიგნები გქონდეს ლოგინად, რათა დაიძინო მშვიდობიანი ძილით.


* * *

   

   მოსწავლეო, გახსოვდეს და ყოველთვის აღასრულე საქმით, უნდა გაახარო შენი მშობლები და მასწავლებლები.



* * *

   

   სწავლა გვირგვინს დაადგამს თავზე მას, ვისაც იგი უყვარს: ცოდნა სანაგვიდან აღგამაღლებს და დაგსვამს სამეფო ტახტზე.



წმიდა ეფრემ ასური 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება