მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სამეცნიერო მტკიცებულებების მეცნიერული სიყალბენი

სამეცნიერო მტკიცებულებების მეცნიერული სიყალბენი


19-04-2018, 00:03

სამეცნიერო მტკიცებულებების მეცნიერული სიყალბენი

 

1. პილდაუნი ეოანთროპი

 

   ასეთი სახის ყველაზე სკანდალური მისტიფიკაცია იყო ე.წ. „პილდაუნის ადამიანი" ანუ ეოანთროპი. 1908 წელს პილდაუნში (ინგლისი) ნაპოვნი იქნა გაქვავებული ადამიანის თავის ქალა. გათხრები გააგრძელეს თავის ქალის მუყაითმა მონადირეებმა და მალე იპოვეს მაიმუნის ყბა და რამდენიმე კბილი. მართალია ყბა დაზიანებული იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც ქალას უნდა შეერთებოდა, ნაპოვნს გაუწიეს უფართოესი რეკლამა. ამის შესახებ წერდნენ პოპულარული წიგნები და იცავდნენ ასობით სადოქტორო დისერტაციას. ნაპოვნის 30 წლისთავისათვის იმ ადგილას აღმართეს სამახსოვრო ობელისკი „პირველ ინგლისელს".

   მხოლოდ 1951 წელს აღმოაჩინეს ფტორის შენაერთები სხვადასხვა შემცვლელობა თავის ქალასა და ყბაში. უფრო დაწვრილებითმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალა ზუსტად ადამიანისაა და მისი ასაკი რამდენიმე ათასი წელია, ხოლო ყბა თანამედროვე ორანგუტანგს ეკუთვნის. იმისათვის, რომ ყბას ძველებური შეხედულება ჰქონოდა, იგი კალიუმის დიქრომატით შეღებეს, ხოლო კბილები მოქლიბეს ადამიანისადმი მსგავსების მისაღწევად. ასეთივე ნაყალბევი აღმოჩნდა ნაპოვნის სხვა ფრაგმენტები, კერძოდ, ძაღლის კბილი, ასევე მოქლიბული, ქვიშით გატენილი და დიქსომატით შეღებილი.

 

 

2. იავის პითექანტროპი

 

   ასეთივე ნაყალბევი აღმოჩნდა მეორე „მაიმუნ-ადამიანი" კუნძულ იავიდან, რომელიც ნაპოვნი იქნა გასული საუკუნის ბოლოს. ნალექი ქანის ფენაში, რომელიც მდიდარია გაქვავებული ძვლებით, აღმოჩენილი იქნა თავის ქალის ფრაგმენტი, რომელიც მაიმუნისას გავდა, მაიმუნის ყბის ნაწილი და რამდენიმე ქვედა კბილი. მათთან მიდებული იყო თანამედროვე ადამიანის თეძოს ძვალი. ყველაფერ ამას ეწოდა „პითექანტროპი ერექტუსი" - გამართულად მოსიარულე მაიმუნ-ადამიანი და შემდეგ დაიწყო მეცნიერული ფანტაზიები იმის შესახებ, რომ ამ ორფეხას ჰქონდა 900 სმ3 ტვინის მოცულობა - საშუალო მაიმუნსა და ადამიანს შორის და შეეძლო ლაპარაკი. აქამდე სასკოლო სახელმძღვანელოში პითექანტროპის ფანტასტიკურ სურათთან ერთად „პროფილში" დახატულია თავის ქალის სწორედ ეს ნაწილი და ადამიანის თეძოს ძვალი. ერთი მეცნიერის ზუსტი თქმით, პითექანტროპს ისე აღწერდნენ, თითქოს ის პიტი, ფოქსი ან ნაპოლეონი ყოფილიყოს. დაშტრიხვამ მზრუნველად გამოყო თმის თითოეული ღერით მის თავზე. გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამ გულდასმით დახატული სახის შემხედვარე ერთი წამითაც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მის წინაშე თეძოს ძვლის, რამდენიმე კბილის და თავის ქალის ნაწილის პორტრეტი იყო.

   იმ დროის ზოგიერთი მეცნიერი აკრიტიკებდა ამ ნაპოვნს იმის გამო, რომ იგი აშკარად გავდა გიბონის თავის ქალას, თუმცა კი უზარმაზარი ზომისას. ბოლოს და ბოლოს მისმა ავტორმა ე. დიუბუამ აღიარა, რომ ადამიანის თეძოს ძვალი ნაპოვნი იქნა თავის ქალისაგან 15 მეტრით დაშორებულ ადგილას და ისიც ერთი წლის შემდეგ. გარდა ამისა, იმავე ფენაში ნაპოვნი იქნა ადამიანის თავის ქალები, რის შესახებაც წარმატებულმა მკვლევარმა მოკრძალებული დუმილი ამჯობინა.

   პითექანტროპის სხვა ნაპოვნი იგივე კუნძულ იავაზე შედგენილი იქნა შემდეგნაირად. მეორე „მონადირემ" იპოვა რა ძველი თავის ქალის ნაწილი, 10-10 ცენტი შესთავაზა ადგილობრივ მკვიდრებს ყოველი ასეთი ძვლის ნამსხვრევისათვის. მალე მან მიიღო 40 მსგავი ფრაგმენტი, ახალი ნამტვრევების კვლევით, რომელთა მიხდევით ჩაატარა ჩვენი წინაპრის თავის ქალის რეკონსტრუქცია! ამრიგად, ჩვენი მაიმუნთან დანათესავება მეცნიერებს მხოლოდ 4 დოლარი დაუჯდა.

 

 

3. ნებრასკას ჰესპეროპიტეკი

 

   ნებრასკას შტატში (ა.შ.შ.) ნაპოვნი იქნა გაქვავებული კბილი, რომელიც მაშინვე აღიარეს მაიმუნ - ადამიანად. სწრაფად შეიქმნა ჰომონოიდის გამოსახულება მთლიანი ზომით, დაიწყო პროპაგნიტული ხმაური, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ნაპოვნი იქნა სხვა ასეთი კბილები ყბასთან ერთად, თუმცა ყბა მაიმუნის კი არა, ღორისა აღმოჩნდა.

 

 

4. სინანთროპი

 

   „მაიმუნ - ადამიანის" ეს სახესხვაობა აღმოჩენილ იქნა პეკინის მახლობლად გამოქვაბულში დაწნეხილი ფერფლის 7 მეტრიანი ფენის ქვეშ. ნაპოვნის ახსნა-განმარტება მოცემულია სასკოლო სახელმძღვანელოში, კვლავ სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში. „შესაძლებელია - ნათქვამია სახელმძღვანელოში - ის მოიპოვებოდა და შეეძლო შეენარჩუნებინა ცეცხლი, იცვამდა, როგორც ჩანს ტყავებს. აღმოჩენილი იქნა ფერფლის სქელი ფენა, მილისებრი ძვლები და მახვილფეხა პირუტყვის თავის ქალები, ქვის, ძვლების, რქის იარაღები".

   ნუთუ იმ თბილ ქვეყნებში ძველისძველმა მონადირეებმა შესძლეს ისეთი კოცონი გაეჩაღებინათ, რომ 7 მეტრიანი ფერფლის ფენა დაგროვდა, რომელიც დღემდე იქნა შენარჩუნებული? ასეთი გაუგებრობის გამომხატველ კითხვას პასუხობს ამ ნაპოვნის გარემოებები, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო სახელმძღვანელოში დასახელებული არ არის.

   ჯერ - ერთი ნაპოვნი იქნა მხოლოდ 24 არსების დამტვრეული თავის ქალები. არცერთი მთლიანი ქალა არ ყოფილა აღმოჩენილი. თავის ქალები დამტვრეული იყო მაშინვე სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით ერთნაირი სქემით: თავის ქალიდან ტვინს იღებდნენ.

   მეორეც, გათხრებს და კვლევებს ატარებდა ევოლუციის ცნობილი აპოლოგეტი ტეიარ დე შარდენი, იეზუიტი მღვდელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს დაწერილი ადამიანების მაიმუნიდან წარმოშობის დასასაბუთებლად და უშუალოდ ეხებოდა პილტდაუნის სიყალბეს. მასთან ერთად იმავე გამოქვაბულში აწარმოებდა გათხრებს ჩინელი არქეოლოგი პეი. მან იქ ათი ადამიანის თავის ქალა იპოვა, მათ შორის მშვენიერად შენახული, მაგრამ როგორც კი ნათელი გახდა, რომ ისინი წმიდა ადამიანური ჩონჩხები იყო, უკვალოდ გაქრნენ და დაივიწყეს.

   მესამეც, ფერფლის ფენა და გარემო ქანების შემადგენლობა მოწმობს იმას, რომ აქ ადამიანები მშენებლობისათვის საჭირო კირის გამოწვას აწარმოებდნენ. ამასვე მოწმობს აგრეთვე იქვე ნაპოვნი სამუშაო იარაღებიც. როგორც ჩანს, შემდგომში კირის ორმოები გამოიყენებოდა ნაგავსაყრელად, კერძოდ, სხვადასხვა ცხოველების ძვლებისათვის. მათ შორის აღმოჩნდნენ ეს მაიმუნებიც, ჩატეხილი თავის ქალებით, შეჭმული ასეთი უმადური შთამომავლობის მიერ!

   ჩვენს დროში ამ ნაპოვნებზე უკვე არაფრის დამატება არ შეიძლება, იმის გარდა, რომ თვით თავის ქალები უკვალოდ გაქრა მეორე მსოფლიო ომის დროს და მეტი არსად არავის აღარ უპოვნია. მაგრამ სახელმძღვანელოში ეს თავის ქალები მტკიცედ შევიდა ჩვენი წინაპრების უფლებით.

 

 

5. რამანითეკი

 

   ეს არსება, რომელიც სავარაუდოდ 14 მილიონი წლის წინათ არსებობდა სამყაროში, აღდგენილი იქნა მხურვალე ანთროპოლოგების მიერ მთლიანი ზომით ერთად ერთი ფრაგმენტის საფუძველზე: ინდოეთში ნაპოვნი ხუთი სანტიმეტრი ზომის ყბის ნამტვრევით. მოგვიანებით აფრიკაში იპოვეს ყბის სხვა ნამტვრევები და მიაწერეს იგივე სახესხვაობას და კვლავ დაწვრილებითი ნახატები, რომლებიც პომინიოდის აგებულებას და მის თმიან საფარს აჩვენებენ, მტკიცედ დამკვიდრდნენ სახელმძღვანელოებში. თუმცა, რამდენიმე ხნის წინათ ამ „წინაპარმაც" დაიწყო გაქრობა სერიოზული წიგნებიდან, მისი ორანგუტანთან მეტისმეტად აშკარა მსგავსების გამო. სპეციალისტების უმეტესობა, რომლებიც თავიდან მხარს უჭერდნენ პომინიოდის „კანდიდატურას", უკვე იმას აღიარებენ, რომ იგი ნებისმიერ შემთხვევაში მაიმუნის მეტი არაფერი იყო.

   ჩვენი წინაპრობის უფრო სერიოზული კანდიდატები აშკარა ნაყალბევისაგან „ძალდატანებების" გარდა პომინოიდების ძიების ისტორია გამოსაკვლევად გვაძლევს აგრეთვე ზოგიერთ მეტ-ნაკლებად დაწვრილებით ნაშთებს. მათ მიეკუთვნება ავსტრალოპიტეკი, გამართულად მოსიარულე ადამიანი (ჰომო ერექტუს) და ნეანდერტალელი.

 

   1. ავსტრალოპიტეკი

   ეს არსება სამეცნიერო სამყაროში წარმოდგენილია საკმაოდ მრავალრიცხოვანი ძვლებით და, თუნდაც ამ ნიშნით ხელსაყრელად გამოირჩევა ზემოთდასახელებული მითიური არსებებიდან. თუმცა ვერსად, სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი, ვერ რისკავენ უწოდონ მას უფრო მეტი, ვიდრე მაიმუნი. თვით სახელწოდება „ავსტრალოპიტეკი" თარგმანში „სამხრეთის მაიმუნს" ნიშნავს. თავიდან ლუის ლიკიმ იპოვა რამდენიმე თავის ქალა აღმოსავლეთ აფრიკაში. მაგრამ იგივე ფენებში იქნა ნაპოვნი აგრეთვე სავსებით თანამედროვე ადამიანის ჩონჩხი.

   ავსტრალოპიტეკის თავის ქალის მოცულობა დამახასიათებელია მაიმუნებისათვის. ერთადერთ ღირსშესანიშნავ თავისებურებად ამ მაიმუნებისათვის მეცნიერებმა ჩათვალეს გამართულად სიარულის და „იარაღის კენჭებისაგან" კეთების მისი უნარი, რაც სახელმძღვანელოშიც აღინიშნება. 1974 წელს იოჰანსონმა იპოვა ავსტრალოპიტეკის საკმაოდ სრული ჩონჩხი, მდედრობითი სქესის, რომელსაც ლუსი უწოდა. ღირსშესნიშნავი აღმოჩნდა მენჯის ძვლები, რომლებიც ადამიანის ძვლებს გვაგონებს, საიდანაც დაასკვნეს, რომ ავსტრალოპიტეკი გამართული დადიოდა. გადამწყვეტი არგუმენტი ასეთი ვარაუდის სასარგებლოდ აღმოჩნდა ცხოველის მუხლის სახსარი, რომელიც ადამიანისას გვაგონებს, მაგრამ შემდეგ თვითონ ავტორმა აღიარა, რომ სწორედ ეს ძვალი იპოვა ჩონჩხიდან 2,4 კმ მანძილზე და ამასთან 60 მეტრით უფრო ღრმა ფენებში.

   ავსტრალოპითეკის გამართული სიარულის შესაძლებლობას სერიოზულად ეწინააღმდეგება მისი ყურის არხები, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. ისინი ძალიან გვაგონებენ მაიმუნისას, რაც მოწმობს უპირატესად ოთხფეხა გადაადგილებაზე და ბოლოს ჩონჩხის სხვა დეტალები ანათესავებენ ავსტრალოპიტეკის თანამედროვე ჯუჯა შიმპანზე ბონობისთან, რომელსაც ზოგჯერ ორ უკანა თათზე გადაადგილებაც შეუძლია, მაგრამ მას არაფერს ადამიანურს არ ანიჭებს.

   რაც შეეხება ავსტრალოპითეკის „იარაღებს", ბავშვისთვისაც კი ცხადი უნდა იყოს, რომ უხეში მაიმუნისათვის საჭირო ვერავითარ იარაღს იგი ვერ გააკეთებს წვრილი კენჭებისაგან, ხოლო თვით კენჭს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ ეგზოტიკური ფორმა, ამიტომ ჰიპოთეზა ავსტრლოპითეკის „კენჭის იარაღზე" რბილად, რომ ვთქვათ, ძალდატანებული მსჯელობაა.

   საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ავსტრალოპითეკები უნიკალური არსებებია. ყველაზე ახლოს მათთან ისევ იგივე ორანგუტანი აღმოჩნდა, თუმცა ამგვარი მაიმუნებისაგან, როგორც ისინი ერთი მეორისაგან. ავსტრალოპითეკის მრავალი ნაპოვნის აღმომჩენმა ლუის ლიკიმ აღიარა ისინი ევოლუციის ჩიხურ მიმდინარეობად.

 

   2. „გამართულად მოსიარულე ადამიანი"

   პითეკანტროპების და სინანთროპების სკანდალური ჩავარდნის შემდეგ ჩვენ წინაპრებად შემოთავაზებული იქნა აღმოსავლეთ აფრიკაში ნაპოვნი თავის ქალები, „რომლებსაც გამართულად მოსიარულე ადამიანი" (ომო ერექტუს) ეწოდა.

   მათი ტვინის მოცულობა სავარაუდოდ შეადგენდა 1100 სმ3-ს; მაიმუნების ტვინის მოცულობა 400-500 სმ3-ია, ხოლო თანამედროვე ადამიანისა 1200-1800 სმ3. თუმცა გვხვდებიან ადამიანები თავის ქალის ნაკლები მოცულობითაც, რომლებიც ამასთან არ გამოირჩევიან გონებრივი ჩამორჩენილობით. ამ არსებებს თანამედროვე ადამიანებზე უფრო დიდი კბილები და წარბზემოთა ძვლები აქვთ, მაგრამ მკვლევარები ამ ნიშანს აკავშირებენ უხეში საკვების გადამუშავების აუცილებლობას და, მაშასადამე, სახის საღეჭი მუსკულატურის უფრო მეტ განვითარებულობას. ავსტრალიის აბორიგენების კვლევა ამტკიცებს, რომ კბილები მათ მართლაც საშუალოდ უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ევროპელებს, თუმცა არავინ არ თვლის ავსტრალიელებს გარდამავალ ფორმად.

   თუმცა საბუთები ომო ერექტუსი შესახებ ჯერ კიდევ საკმაოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტი და გაურკვეველია, არ არის არავითარი საფუძველი ჩავთვალოთ ისინი გარდამავალ ფორმებად. უფრო სავარაუდოა, რომ ეს ადამიანების განცალკევებული რასა იყო.

 

   3. სენსაციური თავის ქალა №1470

   რიჩარდ ლიკი-ლუის ლიკის ვაჟიშვილის ამ ნაპოვნმა, რომელიც 1972 წელს მოხდა აღმოსავლეთ აფრიკაში, მიიღო თავისი ნომერი კენიის მუზეუმის კატალოგში და ჯერჯერობით არ არის მიკუთვნებული რომელიმე განსაზღვრულ სახეობაზე. ლიკი უმცროსი თავიდან თვლიდა, რომ ეს ზუსტად ადამიანის თავის ქალაა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კალიუმ - არგონული დათარიღება აძლევს მას 2,6-დან 200 მილიონ წლამდე ასაკს (მაღალი საიმედოობის კი ყოფილა ეს მეთოდი). უეჭველია, რომ გადამავალი ფორმის კანდიდატების ყველა ადრე ნაპოვნი ნაშთი გაცილებით ახალგაზრდაა.

   ამ ნაპოვნს გაცილებით უფრო ძლიერ გაუმართლა, ვიდრგვადალუპელ ჩონჩხს. მეცნიერება იძულებული შიქმნა ეღიარებინა, რომ წინაპართა ადრე აგებული თანმიმდევრობა, რომლებიც ავსტრალოპითეკიდან იწყებოდა, პრინციპულად უვარგისია. თვით რიჩარდ ლიკიმ განაცხადა საქვეყნოდ: „ჩვენ უნდა გადავაგდოთ ან ეს თავის ქალა ან ყველა ჩვენი თეორია, რომლებიც ადრეულ ადამიანს ეხება". და მაინც, მიუხედავად ამისა, ანთროპოლოგიის ეს ავტორიტეტი არ ღებულობს ადამიანთა სპეციალურად შექმნის იდეას. „ევოლუცია" განიცადა მისმა შეხედულებებმა ნაპოვნის შესახებ, ასე, რომ ბოლოს და ბოლოს მან ის მიაკუთვნა ავტრალოპითეკის სახესხვაობებს და №1470 თავის ქალა შეეცადნენ სწრაფად დაევიწყებინათ. ეს მარტივად აიხსნება: ვინც თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში გაბედავს ღიად უარყოს „მაიმუნური ვერსია", იძულებული იქნება გამოემშვიდობოს არა მარტო კარიერის ყოველგვარ იმედებს, არამედ აგრეთვე დამოუკიდებელი ანთროპოლოგიური გამოკვლევების შესაძლებლობას.

 

   4. ნეანდერტალელი

   ამ ადამიანების კარგად შენახული ნაშთების პოვნა დაიწყო ევროპაში გასული საუკუნის შუა წლებიდან. დარვინისტებს ძალიან უნდოდათ გამოეყოთ და ხაზი გაესვათ ამ ძველთაძველ მონადირეებში მაიმუნის ნიშნები, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ.

   ნეანდერტალელის თავის ქალის მოცულობა, მიუხედავად დაბალი შუბლისა, უფრო დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანს აქვს. შემდეგ ცნობილი გახდა ნეანდერტალელთა ნაშთების ზოგიერთი თავისებურება. მათ აღმოაჩნდათ შრომის რთული იარაღები, ნეანდერტალელები მკვდრებს მარხავდნენ. ცნობილია ნეანდერტალელის სამარხი რკინის ჯავშნით და რკინის ბუნიკიანი ისრებით. ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული მხატვრული მონაცემებიც, იმდენად დახვეწილი, რომ მათ შეეძლოთ დაემზადებინათ, მაგალითად, ფლეიტა დათვის წვივისაგან.

   მათი ჩონჩხის აგებულების თავისებურება იმით აიხსნება, რომ ისინი გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და, სავარაუდოა, რომ რაქიტით და ართრიტით იყვნენ დაავადებულნი და ვიტამინის უკმარისობის გამო, რადგანაც ცოტა ხანს იყვნენ ხოლმე მზეზე. გარდა ამისა, იგივე ფენებში ან ცოტა გვიანდელში პოულობენ თანამედროვე ადამიანებისაგან სრულებით განსხვავებულ კრომანიონელებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანის გარკვეულ ტომებს, რომლებიც ხვდებოდნენ ცხოვრების განსაკუთრებით მძიმე პირობებში, შეეძლოთ შეეძინათ სპეციფიკური „აღნიშვნები" საკუთარ ძვლებზე, სხვა ყველაფერში კი ჩვეულებრივ ადამიანებად დარჩენილიყვნენ.

 

 

„მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და თანამედროვე ბუნებისმეტყველება" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება