მთავარი > საცდურები, პროტესტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > პროტესტანტიზმი

პროტესტანტიზმი


16-05-2018, 00:04

პროტესტანტიზმი

 

   ყველაზე დიდი „მწვალებლური თაიგულის" - პროტესტანტიზმის დაბადება, როგორც ცნობილია, კათოლიციზმის მრვალმხრივმა დოგმატურმა დარღვევებმა განაპირობა.

   თავად პროტესტანტები თავიანთი დაბადების თარიღს 1517 წლის 31 ოქტომბერს მიიჩნევენ. სწორედ ამ დღეს კათოლიკე ბერმა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგიმ ტაძრის კრიბჭესთან თავისი 95 თეზისი წარადგინა, რომელშიც „ცოდვების მიმტევებელი" ინდულგენციების გაყიდვის ფაქტი ამხილა. მაგრამ ეს ფაქტი კათოლიკური ეკლესიის სულიერი ნგრევის მხოლოდ ერთი ეპიზოდია, რომელიც პროტესტანტიზმის დაარსებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

   კათოლიკე სასულიერო პირების უწმინური ცხოვრების წესი ყველასათვის ცნობილი იყო. ამის შესახებ, საზოგადოების როგორც მაღალმა, ასვე დაბალმა ფენებმაც იცოდა. ამიტომ გასაგებია, რომ ამგვარ პირობებში რეფორმაცია, უბრალოდ, შეუძლებელია არ განხორციელებულიყო.

   დაისახეს რა მიზნად ეკლესიური სწავლების აღდგენა, ლუთერმა და რეფორმაციის სხვა ლიდერებმა ამ საკითხს მათთვის დამახასიათებელი სქოლასტიკური პოზიციიდან მიუდგნენ, მაგრამ წმიდა ეკლესიის გადმოცემის არცოდნის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო.

   ის ფაქტი, რომ თავად ლუთერს გულით სურდა ქრისტიანული ეკლესიის „გაუმჯობესება", არ ცვლის ვითარებას. მასთან ერთად, უფრო სწორად მის უკან იდგნენ და მოქმედებდნენ გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები, რომელთა ხელშიც ლუთერი მხოლოდ მარიონეტი იყო.

   1529 წელს ლუთერის მხარდასაჭერად სეიმის ნაწილმა შეადგინა პროტესტი (სრული სახელწოდება „პროტესტაცია"), რის საფუძველზეც ამ სწავლებას პროტესტანტიზმი ეწოდა.

   შვეიცარიაში რეფორმების გამტარებელი კალვინი იყო, რომლის სწავლებაც სწრაფად გავრცელდა დასავლეთ გერმანიასა და ჰოლანდიაში. საფრანგეთში ამ სწავლებას ჰუგნოტობა, ხოლო შოტლანდიაში, ინგლისსა და ჩრდილოეთ ამერიკაში პრესვიტერიანელობა ეწოდა.

   თუ კათოლიკები აშკარად ბოროტად იყენებდნენ ეკლესიის გადმოცემას, ლუთერმა საერთოდ უარყო იგი. მან განაცხადა, რომ „ახალი ეკლესიის" ყოველი წევრი სულიწმიდის მატარებელია და პრინციპში, წმინდანია, ამიტომ თავად შეუძლია წმიდა წერილის თვითნებური განმარტება.

   რეფორმაციის ანტიქრისტიანული არსი განსაკუთრებულად მკაფიოდ ანაბბტისტურ სექტაში გამოიკვეთა. თანამედროვე პროტესტანტებს არ უყვართ თავისი სამარცხვინო ისტორიის გახსენება.

   სიტყვა „ანაბბტიზმი" გადანათვლას ნიშნავს. ლუთერის უახლოესი მეგობარი შტორკი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვილების მონათვლა არ შეიძლება იმიტომ, რომ ნათლობისას მათ არ გააჩნიათ შეგნებული რწმენა ღვთისადმი. ამიტომ, ყველა ბავშვობაში მონათლული უნდა გადაინათლოს და ამრიგად ნათლობა მხოლოდ ზრდასრულმა ადამიანმა უნდა მიიღოს. სწორდ ეს „ახალი" დოგმატი გახდა მიზეზი ანაბბტისტების სექტის ჩამოყალიბებისა.

   განსაკუთრებულად რევოლუციური ხასიათი ანაბბტიზმმა გერმანიაში მიიღო, სადაც შტორკმა შემდეგი სწავლება ჩამოაყალიბა: 1. ჩვენ არანაირი ქორწინებითი კავშირი არ უნდა დავიცვათ. 2. პირიქით, ყოველ ადამიანს იმდენი ცოლის მოყვანის უფლება აქვს, რამდენის მოთხოვნილებაც გააჩნია და იცხოვროს მათთან, როგორც მას სურს. 3. ყველა ხელმძღვანელი, საზოგადო თუ სასულიერო პირი, ერთხელ და სამუდამოდ უარვყოთ და მოვკლათ იმიტომ, რომ ლაღად ცხოვრობს და ქვეშევრდომებს ავიწროებს.

   ამგვარი მოწოდებები მოსწონდა უბრალო ხალხს, რამაც შემდეგში გერმანია მიიყვანა იმ რელიგიურ - პოლიტიკურ რევოლუციამდე, რომელიც ისტორიაში „გლეხთა ომების" სახელით არის ცნობილი.

   ამგვარი პროტესტანტული იდეების ფართო მასებში დანერგვის შედეგად XIX ს-ში, დასავლეთში (დასავლეთ ევროპა და ამერიკა) ახალი ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდა, რომელთანაც ეშმაკს უკვე აღარ სჭირდებოდა ბრძოლა. მადლმოკლებულმა დასავლურმა ეკლესიებმა (სექტებმა) დაკარგეს ყოველგვარი სულიერი ორიენტირი და ათასგვარი ჰუმანისტური თეორიები შექმნეს.

   დასავლური „სამოთხე" მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლზე, განდგომილებასა და ქრისტიანული იდეების შეცვლის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. პროტესტანტური სამყარო კიდევ ერთი საფეხურია იმ უკანასკნელი ბაბილონის გოდოლისა, რომლის სათავეშიც „ძე წარწყმედისა" - ანტიქრისტე დასაყრდება.




Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება