მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > აპოკალიფსური კალეიდოსკოპი

აპოკალიფსური კალეიდოსკოპი


22-04-2018, 00:06

 

„ეკუმენისტური ქარტიის" პრეტენზია თბილისში

 

   საქართველოში არსებული სომხური, ევანგელისტური, ევანგელისტურ - ლუთერანული და რომაულ - კათოლიკური „ეკლესიების" მეთაურებმა მონაწილეობა მიიღეს ბროშურის პრეზენტაციაში, რომელშიც ევროპული „ეკუმენისტური ქარტიის" ქართულ და რუსულ ენებზე თარგმნილი ვარიანტებია წარმოდგენილი.       

   ამ ქარტიის პრეზენტაციაზე სხვადასხვა რელიგიურმა კონფესიებმა შეაგროვეს ხელმოწერები, რითაც საქართველოს პრეზიდენტისაგან დასახელებული რელიგიური დაჯგუფებების უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. ეს „ეკუმენისტური ქარტია" მიღებულია ევროპული „ეკლესიების" კონფერენციაზე 2001 წლის 22 აპრილს, სტრასბურგში და ევროპის ე.წ. ქრისტიანულ ეკლესიათა ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებას გამოხატავს. ქარტიაში არის პუნქტები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებთან და მსოფლმხედველობებთან ურთიერთობის დამყარებას ისახავს მიზნად.

 

 

კათოლიკე პუდელი

 

   ჰოლანდიის ქალაქ ლიუვენის მკვიდრს ედგარ დენოს ამქვყნად ყველაზე მეტად თავისი პუდელი ჰყვარებია, რომელსაც ერთი წუთითაც არ იშორებს. კვირაობით ედგარი მესას ესწრება და თავისი საყვარელი მატროლა (ძაღლის სახელი) თან დაჰყავს. მაგრამ ძაღლის მესაზე დასწრებამ ზოგიერთი კათოლიკეს უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. შეწუხებულმა ედგარმა თხოვნით მიმართა პასტორს, რომ პუდელისათვის მესაზე დასასწრებად ოფიციალური საბუთი გამოეწერა. ედგარ დენოს თქმით, ის ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ მატროლას ყეფამ მრევლი არ დააბრკოლოს მესის მოსმენისას. პასტორებმა დადებითად შეაფასა ედგარის სურვილი და მატროლას წერილობითი საბუთი გამოუწერა. ამ დოკუმენტის თანახმად ძაღლი კათოლიკედ ითვლება და „ღვთის სიტყვის" მოსმენის სრული უფლება აქვს. ამის შემდეგ დენომ ძაღლის მონათვლა მოითხოვა, რაზეც „წმიდა მამამ" უარი უთხრა. მას შეეშინდა, რომ მონათვლის შემდეგ ედგარი მატროლას დაქორწინებას მოსთხოვდა.

 

 

„პოლიტკორექტული" ბიბლია

 

   ა.შ.შ. - ში ბიბლიის საერთაშორისო საზოგადოებამ (Internation Bible society) განაცხადა, რომ წმ. წერილში ყველა იმ ეფითეტის შეცვლას აპირებს, რომელშიც "მამაკაცური შოვინიზმის" კვალი შეინიშნება. გრამატიკულად ბიბლიაში არც ერთ სქესს უპირატესობა არ მიენიჭება.

   „პოლიტიკურად კორექტული" სახარება აპრილში გამოიცემა. ძველ აღთქმაში ამგვრი ცვლილებების შეტანა 2005 წლისათვის არის დაგეგმილი.

 

 

კათოლიკური და სომხური რელიგიების გაერთიანებისკენ მოწოდება

 

   რომაულ - კათოლიკური „ეკლესიების" მეთაურმა იოანე პავლე მეორემ აღმოსავლეთისა და დასვლეთის ქრისტიანებს სარწმუნოებრივი გაერთიანებისაკენ მოუწოდა. „ჩემი ვიზიტი სომხეთში იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს ისეთი ერთობისა, როგორც უფალს ნებავს" - აღნიშნა რომის პაპმა.

   პ.ს. საინტერესოა, რა ერთობაზე აქვს საუბარი მწვალებელს მწვალებლებთან (რედ.).

 

 

* * *

   საშუალო სკოლაში მართლმადიდებლობის საფუძვლების სავალდებულო სწავლების შემოღებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ 10 წლის შემდეგ მივიღოთ თაობა „ზომბირებული ადამიანებისა, რომლებიც შეძლებენ ბრძანების შესრულებას, მაგრამ უუნარონი იქნებიან ახალი იდეების ფორმირებისათვის. ამის შესახებ 11 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო „დუმის" თავმჯდომარის მოადგილემ ირინა საკამადამ განაცხადა. მართლმადიდებლობის საფუძვლები, როგორც სავალდებულო საგნის შემოღებამ, შეიძლება „კონფესიათა ფეთქება" გამოიწვიოს: ახლანდელი განათლების მოდერნიზაციის პროგრამა, ხაკამადას აზრით, არ „არის ცუდი", თუმცა, მისი განხორციელება, წინააღმდეგობებს აწყდება. ამ წინააღმდეგობებს შორის არის ხსენებული მცდელობა ზოგადსანგანმანთლებლო სკოლებში „მართლმადიდებლობის სავალდებულო სწავლებისა" და „პატრიოტული აღზრდის" შემოღებისა.

 

„რუსული ხაზი". 2002 წ. 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება