მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობის „რეფორმატორები“
მართლმადიდებლობის „რეფორმატორები“15-05-2018, 00:06 |
XX ს-ის პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფების პირობებში, მართლმადიდებელ ეკლესიას არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ აღორძინების ძალაც უნდა მოენახა. ეკლესიური ადამიანების მცირერიცხოვნების მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში მრავალი ეკლესია-მონასტერი აიგო და დახურული ტაძრები გაიხსნა. მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიის თავისუფლებას მის წინააღმდეგ იყენებენ. ისინი ყოველგვარი ეკლესიური ტრადიციის (ენობრივი, კალენდარული და ა.შ.) რეფორმისაკენ მოუწოდებენ. რეფორმატორ-რევოლუციონერებს ხელს არ აძლევთ ეკლესიური ცხოვრების უძველესი წესი, ხედავენ რა რეფორმატორები უარყოფით მოვლენებს, ეკლესიაში მთელი რიგი რეფორმების გატარებას იწყებენ, რომელთაც „დასნეულებული" ეკლესიის განკურნებაზე და განწმენდაზე ოცნებობენ. ამგვარი პირების მიერ რაციონალისტურად გამართული პროექტებისათვის თანამოაზრეებს პოულობენ ეკლესიის წიაღში. შემდეგ ამ რეფორმტორებს თავისი მოწაფეები და მიდევრები უჩნდებათ. ეკლესიაში დღესაც შეიძლება შეხვდეთ ერთგვარ „ბოლშევიკებს" და „მენშევიკებს". ეკლესიაში არ არსებობს პარტიები, მაგრამ მათი ფუნქცია „რეფორმტორულ" საძმოებს შეუძლიათ შეასრულონ. რეფორმატორებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება. ეკლესიის გადმოცემიდან ცნობილი სულიერი ასკეტიზმი მათ არ სჭირდებათ. ამ, შემთხვევაში ქრიტიანულ ნიადაგზე დაფუძნებულ რევოლუციურ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე. მეოცნებე რევოლუციონერები დაუნდობლად ანგრევენ და თელავენ ეკლესიის გადმოცემას. ისმის კითხვა, ნუთუ ამაო იყო ქრისტეს მოწაფეების მიერ ეკლესიისათვის დათხეული სისხლი? ნუთუ ამაო იყო ღმერთშემოსილი მამების ლოცვა და ღვაწლი, რაც ასაზრდოებდა ეკლესიურ ცხოვრებას? ნუთუ ყველა მათგანს მცდარი შეხედულება ჰქონდა ქრისტეს ეკლესიაზე?! საგანგაშოა, როდესაც ეკლესიის რეალურ ისტორიას ყალბი, უტოპიური, რაციონალიტური სქემებით ცვლიან სიამაყით განმსჭვალული რეფორმატორები, თითქოს და ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი მოქმედებები მხოლოდ განხეთქილების საწინდარია. თუმცა, შესაძლოა, ისინი შეგნებულადაც ამზადებენ განხეთქილებას, რის შედეგადაც ახალი „ცოცხალი" ეკლესია დაარსდება. არანაირი გარეგნული რეფორმა არ გააძლიერებს სულიერ ცხოვრებას. ის მხოლოდ უთანხმოებისა და ერთობის დაკარგვას გამოიწვევს. ისმის კითხვა, გააზრებული აქვთ კი ჩვენს „რეფორმატორებს", რომ ამით უფრო მეტად შეარყევენ მართლმადიდებლობას?
წიგნიდან: „უკანასკნელი განსაცდელი" მოამზადა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |