მთავარი > კითხვა-პასუხი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საუბარი მოძღვართან
საუბარი მოძღვართან25-04-2018, 00:10 |
მ ა მ ა რ ა ფ ა ე ლ დ ა გ ვ ლ ო ც ე თ !
კითხვა: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისის ზოგიერთ სკოლაში, სხვადასხვა საბაბით, სექსოლოგიის გაკვეთილები ტარდება. განსაკუთრებით იმ ფაქტმა აღგვაშფოთა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით იწყებს დირექტორებისათვის სემინარების მოწყობას, რაც პრობლემის სერიოზულობაზე მიუთითებს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? პასუხი: სექსოლოგიის გაკვეთილები ბავშვთა გარყვნის პროგრამაა, რომელიც არა მარტო მენტალიტეტის (აზროვნების) შეცვლით, არამედ ერის ფიზიკური გადაშენებით იმუქრება. სკოლებში სექსოლოგიის სწავლება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის პიროვნების შელახვასთან, როგორიცაა პორნოგრაფიული ლიტერატურით ვაჭრობა და იმავე ხასიათის სატელევიზიო გადაცემების ჩვენება. სექსოლოგიის მიზანია ბავშვების სექსუალურ ცხოვრებაში ჩართვა. ამას ვენერიულ დაავადებათა და ბავშვთა აბორტების ტალღა, ხოლო შემდგომში ოჯახის ნგრევა მოჰყვება. კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი, სკოლა ზნეობის დეკლარირებას ახდენდა, თუმცა ვერ ახორციელებდა მას, ვინაიდან ათეიზმი ზნეობრივ იდეებს არ იძლევა. ამჟამად, როგორც ჩანს, სკოლა უზნეობის პროპაგანდას გასწევს, ხოლო ამის მოწინააღმდეგე პედაგოგები განათლების სისტემის არასასურველი ელემენტები გახდებიან. კითხვა: რამდენად სასარგებლოა ზნეობრივი თვალსაზრისით ამ საგნის სკოლებში შემოღება? პასუხი: სექსოლოგია ბავშვებში აღძრავს სქესობრივი საკითხებისადმი ინტერესს, რაც გამოიწვევს სექსუალურ ცხოვრებაში მათ ჩართვას. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა აღზრდის ტრადიციები ცდილობდნენ მრუშობისა და გარყვნილების სურათებისაგან მათ განრიდებას. ბავშვში განვითარებული წარმოსახვითი აზროვნება და მიმბაძველობის უნარი არ ექვემდებარება განსჯას იმ ხარისხით, როგორც ეს დიდებშია. ამიტომ, როგორც წესი, ბავშვს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება მოუნდება. კითხვა: მართალია, რომ ევროპაში სექსუალურ განათლებას მყარი მეცნიერული საფუძვლები აქვს? პასუხი: კაცობრიობა 7 000 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა და მრავლდებოდა ყოველგვარი „მეცნიერული სწავლების" გარეშე, ვინაიდან ცხოვრების ეს მხარე ინსტიქტის სფეროს მიეკუთვნება. ქრისტიანობამ, თავისი ოჯახის წევრთა ურთიერთმოვალეობისა და ცხოვრების აზრის შესახებ სწავლებით ეს ინსტიქტი გააკეთილშობილა. დასავლეთში არავითარი „მეცნიერული სექსოლოგია" არ არსებობს. ეს ისეთივე სპეკულაციაა, როგორც გამოთქმა „მეცნიერული მატერიალიზმი", რომელსაც თავში გვიტენდნენ. დასავლეთში სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლა არსებობს: დროიდის, ფრომის, მასალოუს და სხვების. მათი მიზანია დამახინჯებული სახით წარმოგვიდგინოს ადამიანი, როგორც პანსექსუალური არსება და ამით გარყვნილება გაამართლოს. გაუგებარია რაში მდგომარეობს მეცნიერული სექსოლოგია. ნუთუ, ინტიმური ცხოვრების ტექნიკის აღწერაში. რასაც უწინ უსირცხვილო საქმოსნები ყიდდნენ პორნოგრაფიულ სურათებს, ამჟამად როგორც ცივილიზაციის ნიშანს, სკოლის სტენდებზე გამოფენენ. კითხვა: როგორია მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში? პასუხი: მრუშობა და გარყვნილება ეკლესიის მიერ აკრძალული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ცოდვაა. ისინი ქრისტიანობასთან შეუთავსებელია. გარყვნილ და გახრწნილ გულში ღვთის მადლი ვერ შევა. ამიტომ, სექსოლოგია ქრისტიანობასთან ბრძოლის მეთოდია. ვინც პორნოგრაფიის და საერთოდ, ეროტიკული გამოსახულებების წარმოებითა და გავრცელებითაა დაკავებული, მას ეკლესია საკუთარი წიაღიდან განკვეთს (ტულის კრების 101-ე მუხლი). ისინი, ვინც სექსოლოგიას ასწავლიან ან ხელს უწყობენ ამას, ეკლესიის წევრები ვერ იქნებიან. წმიდა მამები წერენ, რომ მრუშობის, უწმინდურობისაგან თავის დასაცავად ერთადერთი საშუალება ის არის, რომ გავექცეთ მას, რასაც გონებაში და მეხსიერებაში ამ ვნების წარმოდგენები და მოგონებები შემოაქვს. აღსარების დროსაც კი, ხორციელი ცოდვების დაწვრილებითი აღწერა არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან სიტყვა და სახე ემოციებთანაა დაკავშირებული, მათზე მითითებაც საკმარისია. აქ ბავშვს ცეცხლში აგდებენ და გადარჩენის შანსი თითქმის არა აქვს. ადრე ქრისტიანულ ოჯახებში ცდილობდნენ, ბავშვის თვალისაგან იმ ყველაფრის მოშორებას, რასაც შეეძლო ამ სფეროსადმი მისი ყურადღების მიქცევა. ამჟამად „მეცნიერების ნიღბით" ცდილობენ ბავშვში სირცხვილის გრძნობა ჩაკლან. კითხვა: შეუძლიათ თუ არა მშობლებს ამ საგნის სკოლებში გამოსვლა? როგორი უნდა იყოს ბრძოლის მეთოდი? პასუხი: არსებული კანონით მშობლებს უფლება აქვთ ბავშვები რელიგიისა და ზნეობის იმ ტრადიციებით აღზარდონ, რომელსაც მიეკუთვნებიან. ამიტომ, სკოლაში სექსოლოგიის სწავლების წინააღმდეგ გამოსვლით, მშობლები საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლებენ. ამას გარდა, ქრისტიანობა ავალდებულებს მათ ბავშვის სულისათვის იბრძოლონ. აქ დუმილი, ბავშვის მიმართ სისასტიკითა და მისი საუკუნო ცხოვრების ღალატით გვიბრუნდება. კითხვა: რამდენად შესაძლებელია ამ ბრძოლაში გამარჯვება, ვინაიდან ეს პროგრამა სახელმწიფოს დაკვეთით ხორციელდება, რომლის უკან ევროკავშირი დგას? პასუხი: ქრისტიანმა მშობლებმა წმ. წერილის პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ და ნებისმიერ პირობებში ამ პრინციპების დასაცავად უნდა იბრძოლონ. იმედი ერთი მთავარი ქრისტიანული სათნოებაა, ხოლო მომავლის ცოდნა და წინასწარ ხედვა ჩვენ არ მოგვეცა.
ესაუბრა დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სექსოლოგიის შემოღების შესახებ (რედაქციისაგან)
ა.შ.შ.-ში არსებობს სექსუალური აღზრდის მრავალწლიანი გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მეოთხედი დაავადებულია სხვადასხვა დაავადებებით, რომლებიც სწორედ სქესობრივი ურთიერთობებით ვრცელდება. ქვეყანაში ბობოქრობს შიდსის ეპიდემია. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულით კი ა.შ.შ.-მ ბევრად გაუსწრო სხვა ქვეყნებს. მოზარდთა აბორტების რიცხვიც გაცილებით დიდია. შვედეთში კი, სადაც სქესობრივი აღზრდა კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, თვითმკვლელობის ფაქტები ყველაზე ხშირია. ა.შ.შ.-ში სქესობრივი აღზრდის შემოღების შემდეგ აბორტების რიცხვმა 45%-ით მოიმატა, გაუპატიურების ფაქტები ექვსჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. სტატისტიკის მიხედვით ყოვლწლიურად ევროპაში 45-50 ათასი ვიჩ-ინფიცირებული ფიქსირდება. ა.შ.შ.-ში შიდსისაგან ყოველ 15 წუთში იღუპება ერთი ადამიანი. ვიჩ-ინფიცირებულთა რიცხვი მოზარდთა შორის ორმაგდება ყოველ 14 თვეში. ყოველ 13 წამში ერთი მოზარდი (თინეიჯერები) ავადდება რომელიმე ვენერიული დაავადებით. ფაქტები ადასტურებენ, რომ „სქესობრივი განათლების" შემოტანით, პროვოცირებას ახდენენ ბავშვებზე, რათა ადრეულ ასაკიდან დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება. „ოჯახის დაგეგმარების" და „სქესობრივი განათლების" პროგრამების დაარსების შემდეგ რუსეთში 50-ჯერ გაიზარდა ვენერიულ დაავადებათა რიცხვი.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |