მთავარი > თანამედროვე მამები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > იღუმენ ნიკონის ცხოვრებიდან
იღუმენ ნიკონის ცხოვრებიდან11-05-2018, 00:06 |
იღუმენი ნიკონი (ერში ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ვორობიოვი) დაიბადა 1894 წელს ტვერის გუბერნიის სოფელ მიკშინეში. მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში შვიდი ბიჭი იზრდებოდა. ნიკოლოზი მეორე შვილი იყო. ბავშვობაში იგი ძმებისგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ყველასადმი თანაგრძნობით. ეს თვისებები მან მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა. მშობლები მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და ბავშვებსაც სარწმუნოებით ზრდიდნენ, მაგრამ მათთვის როგორც უმრავლეობისათვის, მართლმადიდებლობა მხოლოდ ტრადიციის მიღებული ცხოვრების წესი იყო. ასეთი რწმენა უკეთეს შემთხვევაში ხელს უწყობდა პატიოსანი ადამიანის ჩამოყალიბებას, მაგრამ ტრადიციით გადმოცემულ, შრომისა და ძიების, პირადი გამოცდილების გარეშე მიღებულ რწმენას ძლიერი სულიერი ფესვები არ გააჩნდა. ღვთის რწმენა განსაკუთრებით ადვილად ახალგაზრდებში განქარდა. ასე დაემართა ნიკოლოზსაც. იგი ჩაირიცხა რეალურ სასწავლებელში და მეცნიერულ კვლვა-ძიებაში ჩაიძირა. გულუბრყვილო ყმაწვილს სჯროდა, რომ იქ აღმოაჩენდა ჭეშმარიტებას. მეცნირებისადმი ბრმა რწმენამ ადვილად შეასუსტა იმ დროისათვის ასეთივე ბრმა სარწმუნოება. ოღონდ მალე დაინახა - ემპირიული მეცნიერებები ჭეშმარიტების, მარადიულობის, უზენაესის არსებობის პრობლემით არ იყვნენ დაკავებულნი. უკვე მაღალ კლასებში მისმა მაძიებელმა ნატურამ ხელი მოჰკიდა ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას. რაშიც იმხელა წარმატებებს მიაღწია, რომ მასთან მოდიოდნენ პედაგოგები და სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობდნენ. სწავლის წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ იგი რჩებოდა ლუკმაპურის გარეშე, პირდაპირი გაგებით, რადგან უკანასკნელი ფულით ყიდულობდა წიგნებს. ღამებს ათენებდა ფილოსოფიის ისტორიით, კლასიკური ლიტერატურის კითხვაში, იმ ერთი მიზნით, იმ ერთი აზრით - ეპოვა ჭეშმარიტება, ცხოვრების აზრი. ოცი წლისამ წარმატებით დაამთავრა რეალური სასწავლებელი, მაგრამ სიცარიელის და იმედგაცრუების სიცივეს გრძნობდა. „ფილოსოფიის შესწავლამ, - წერდა იგი ბოლო წლებში - მიჩვენა, როგორ თვლიდა თითოეული ფილოსოფოსი, რომ მან იპოვა ჭეშმარიტება. და იცით, რა ბევრნი არიან ისინი? ჭეშმარიტება კი ერთია. სული ელმოდა, ეძიებდა სხვა რამეს. ფილოსოფია - ეს სუროგატია. აი, ისეთი, პურის მაგივრად საღეჭი რეზინი რომ მისცე. დაღეჭე რეზინი, დანაყრდები. მივხვდი, რომ როგორც მეცნიერებამ ვერ მომცა ღვთის, მარადიული ცხოვრების შესახებ ვერაფერი, ისე ვერ მომცემდა ფილოსოფიაც. მივიღე გადაწყვეტილება - უნდა მივმართო რელიგიას". მეცნიერებითა და ფილოსოფიით იმედგაცრუებული ახალგაზრდა ჩაირიცხა პეტროგრადის ფსიქო - ნერვოლოგიურ ინსტიტუტში იმ იმედით, რომ იპოვიდა პასუხს ადამიანის დანიშნულების შესახებ. აქ იმაზე დიდი უნუგეშობა იგრძნო, ვიდრე რეალურ სასწავლებელში. „ფსიქოლოგია შეისწავლის არა ადამიანს, არამედ მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სიჩქარეს, მეხსიერებას... და ათას სისულელეს". პირველი კურსის დახურვის შემდეგ მიატოვა ინსტიტუტი. 1915 წლის ზაფხულში სულიერმა კრიზისმა პიკს მიაღწია. ნიკოლოზი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას გაუელვა აზრმა ბავშვობისდროინდელი რწმენის შესახებ. იქნებ მართლს არსებობს ღმერთი? და თუ ასეა, ხომ უნდა განცხადდეს იგი ჩემს ცხოვრებაში? თითქმის სასოწარკვეთილებაში მყოფმა, ურწმუნო ახალგაზრდა კაცმა მთელი არსებით დაიწყო ლოცვა: „ღმერთო, თუკი მართლა ხარ, განცხადდი, მე არ გეძიებ მიწიერი გამორჩენის მიზნით, მხოლოდ ერთი მინდა ვიცოდე: არსებობ თუ არა?" „შეუძლებელია გადმოსცე - ამბობდა მამა ნიკონი - ღვთის მადლის ზემოქმედება, რომელიც გარწმუნებს ღვთის არსებობაში ისეთი ძალითა და სიცხადით, რომ არ რჩება ეჭვის მარცვალიც. აი, ასე მოვიდა ჩემში ღმერთი, მე დავვარდი მიწაზე სიტყვებით: დიდება, შენდა, ღმერთო, მადლობელი ვარ! მომანიჭე მე მადლი, მთელი ცხოვრება გმსახურებდე! დაე, რაც კი ქვეყანაზე მწუხარება და ტანჯვაა, მოვიდეს ჩემზე, მომეცი ძალა ყველაფერი დავითმინო, ოღონდ არ მიმატოვო, ოღონდ არ დაგკარგო!" რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მდგომარეობა მამას არ ახსოვს, როცა წამოდგა, გაიგონა ძლიერი, უსასრულობის ექოში გადასული საეკლესიო ზარის ხმა. პირველად ეგონა, რომ ხმა ახლომდებარე მონასტრიდან მოდიოდა, მაგრამ ზარის ხმა არ წყდებოდა, დროც ძალიან გვიანი იყო. ასე, რამდენიმე წამში მოხდა რადიკალური გარდატეხა მსოფლმხედველობაში, მოხდა ხილული სასწაული - ეს იყო ახალგაზრდა კაცის ძიების ლოგიკური დასასრული. მამა ნიკონი იგონებდა, როგორ ასწავლიდნენ მას სკოლაში საღმრთო სჯულს, სარწმუნოებას: „გვაიძულებდნენ გვეზეპირა ადგილები სახარებიდან (წმიდა წერილიდან, ისტორიული ფაქტები, ქრისტიანობას ზერლედ განგვიმარტავდნენ, რითაც კლავდნენ რწმენას მოსწავლეებში. სჯული კანონის სწავლება იღებდა იძულებითი შესწავლის ხასიათს. მის მოსაწყენობას მოსწავლეები ბასრი, შეურაცხმყოფელი ხუმრობებით აქარწყლებდნენ". მამა ნიკონი თვლიდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ყველაზე ბოროტი ღვთისმმგმობელები სასულიერო სემინარიების, სასწავლებლების კურსდამთავრებულები იყვნენ. აი, რას ამბობდა მამა ნიკონი მოქცევის შემდგომ პირველ ნაბიჯებზე: „ღვთის აღიარების შემდეგ იწყება რთული გზა. განცვიფრებული დავრჩი, როცა ტაძარში შევედი. მე ხომ ადრეც დავდიოდი იქ პატარაობისას, მერე სკოლიდანაც დავყავდით. მაგრამ რა? ვიდექი, არაფერი მაინტერესებდა ფიქრებში გართულს. ახლა კი გაოგნებული შევყურებდი ყველაფერს და მომაგონდა. ბერძნულ ტაძარში მყოფი თავად ვლადიმირის ლოცვები, მაოცებს რომ ვერ გაეგოთ სად იმყოფებოდნენ, ზეცაში თუ მიწაზე. აქ, ადამიანს სულ სხვა გრძნობა გეუფლება - ეკლესია - ეს მიწა არაა, იგი ზეცის ნაწილია. და ამ ზეციური სიხარულით მევსება გული და ვმშვიდდები, როცა მესმის „უფალო, შეგვიწყალენ", მთელი ღვთისმსახურების დროს ღვთის სახელის ხსენება. ჩვენს დროში რთულია ეკლსიური ცხოვრება: არა წინამძღვარი, არა წიგნები, არა ცხოვრებისეული პირობები. ამ ძნელ გზაზე მთავარია, ხაზს ვუსვამ, მთავარია ამ საშინელ დროში ადამიანმა მოიპოვოს თავმდაბლობა, რადგან ამპარტავნებამ დაღუპა ადამი. თავმდაბლობის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, ასე გვასწავლიან წმ. მამები. რა თქმა უნდა, ჩვენ, ცოდვილები ვერ ავმაღლდებით ჭეშმარიტ თავმდაბლობამდე, მაგრამ საწყის დონეს შეგვიძლია მივაღწიოთ. როცა ადამიანი უფალს მიეახლება და შეევედრება: „ღმერთო, მიწინამძღვრე, რადგან მე არაფერი ვიცი (და მართლაც, რა ვიცით ჩვენ?) ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდა, ოღონდ, გადამარჩინე!" - ღმერთი შეიწყნარებს ამ ვედრებას". მისი ცხოვრების შემდგომი ორი წელი იყო ნამდვილი ასკეტიზმი, ეს იყო განუწყვეტელი სულიერი სრულყოფის დრო. მაშინ პირველად გაეცნო იგი წმ. მამების ნაშრომებს. აი, რას ამბობდა თვით მამა ნიკონი ამ პერიოდის შესახებ: „მხოლოდ სახარებასა და წმ. მამების ნაწერებში ვპოვე ჭეშმარიტად ღირებული. როცა ადამიანი ებრძვის საკუთარ მეს, ცდილობს იაროს სახარებისეული გზით, მაშინ წმ. მამები მას დაეხმარებიან, უწინამძღვრებენ, იზრუნებენ მის სულზე, სიმშვიდით აავსებენ. ფილოსოფიური და სექტანტური სისაძაგლე დარდითა და უსასოობით მავსებდა. ახლა კი როგორც მზრუნველ დედასთან, ისე მივდიოდი ტაძარში, ვკითხულობდი წმ. მამათა წერილებს და ისინი მანუგეშებდნენ, მასარზდოებდნენ. შემდეგ ღვთისგან მოვიდა აზრი, ჩამებარებინა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში (1917 წ.), ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის". ერთი წლის შემდეგ აკადემიაში მეცადინეობა შეწყდა, მომდევნო წლებში ნიკოლოზი სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას, მსახურობდა მოსკოვში, ბორის გლების სახ. ტაძარში მედავითნედ. 1931 წლის 23 მარტს (ძვ.სტ.) ქ. მინსკში მინსკელმა ეპისკოპოსმა თეოფანემ (სემენიაკო) 37 წლის ნიკოლოზი მონაზვნად აღკვეცა ნიკონის სახელით. იმავე წლის 25 მარტს (ძვ.სტ.) ხარების დღესასწაულზე ხელდასხმა მიიღო მთავარდიაკვნად, ხოლო 1932 წლის 26 დეკემბრს (ძვ.სტ.) (შობის მეორე დღეს) მღვდელმონაზვნად აკურთხა იმავე ეპისკოპოსმა. 1933 წლის 23 მარტს (აღკვეცის დღეს) მამა ნიკონი დააპატიმრეს და 5 წლით ციმბირის ბანაკებში გადაასახლეს. სამუშაო დღეების ჩათვლის გათვალისწინებით გაათავისუფლეს 1937 წელს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |