მთავარი > ამპარტავნება, მთავარი გვედის ფოტო > ამპარტავნება
ამპარტავნება14-09-2022, 10:38 |
ამპარტავნება საშინელი ცოდვაა, ის ადამიანის გულში ისე ღრმად იმალება, რომ ცოტანი თუ შეიცნობენ. სიამაყის დასაწყისი საკუთარი თავის შეუცნობელობაა. ეს უმეცრება აბრმავებს ადამიანს და ის ამაყობს. როგორც ხე ნაყოფისაგან შეიცნობა, ასევე ამპარტავანი - თავისი საქმეებით. ამაყი ადამიანი ყოველთვის პატივს, დიდებას, და ქებას ეძიებს. ყველგან საკუთარი თავის წარმოჩენა, ყველას მბრძანებლობა და უფროსობა სურს, მრისხანებს და ბრაზობს მათზე, ვინც ამაში ხელს შეუშლის. თანამდებობისა და პატივის დაკარგვის დროს წუწუნებს და ილანძღება. „რა დავაშავე? რა შევცოდე? ჩემი შრომა ამას იმსახურებდა?" ასეთი ადამიანი თვითმკვლელობამდეც მიდის. ხშირად საკუთარ ძალებზე აღმატებული საქმეებს ეჭიდება. ერევა სხვის საქმეებში, უნდა ყველგან და ყველას განკარგავდეს, თუმცა არ იცის თვითონ რა აკეთოს. თავს უსირცხვილოდ იქებს და ქედმაღლობს: „მე ესა და ეს გავაკეთე, საზოგადოების წინაშე ასეთი და ასეთი დამსახურება მაქვს". ოჰ, ადამიანო! დამსახურებების ნაცვლად რატომ ცოდვებს არ ჩამოთვლი? თუ მათი გაცხადება გრცხვენია, მაშინ ქებაც შეგრცხვეს. ამპარტავანი სხვებს ამცირებს და არაფრად აგდებს: „ის არამზადა და უვარგისი ადამიანია" - ამბობს ვიღაცაზე. მაგრამ ავიწყდება, რომ ის სხვა ისეთივე ადამიანია, როგორც თვითონ. ის ცოდვილია? თვითონაც ვერ გაიქცევა ამ სახელისაგან? ამპარტავანი ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება. ქედს არავის უხრის. თუკი რაიმე სიკეთე გააჩნია, ღვთის საჩუქრად კი არა, საკუთარი შრომისა და გონების ნაყოფად მიიჩნევს. ოჰ, ადამიანო! რა შეიძლება გაგაჩნდეს, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოდი? რა შეიძლება გქონდეს, თუ ღმერთი არ მოგცემს? რას ნიშნვს შრომა ღვთის შეწევნის გრეშე, ურომლისოდაც ყოველივე არარაობაა? ამპარტავანს არ უყვარს მხილება და შეგონება. საკუთარი თავი უმანკო ჰგონია, თუმცა სინამდვილეში შესვარულია. უყურადღებობას, მწუხარებასა და თავდასხმებს ვერ ითმენს. წუწუნებს, ბუზღუნებს და ხშირად ილანძღება. სიტყვაში და საქმეში მედიდურობას ავლენს და სხვა. საყვარელო ქრისტიანებო, ჩვენი სიგლახაკე და შეჩვენება შევიცნოთ და დავმდაბლდეთ! ჩვენ, ქრისტიანები გულით მშვიდი და თავმდაბალი ქრისტესაგან ვართ. როცა ბატონი თავმდაბალია, სირცხვილია მონებმა იამაყონ. ქრისტიანთათვის არაფერია ისეთი უზნეო და სამარცხვინო, როგორც ამპარტავნება და ისე არაფერი აღამაღლებს ადამიანს, როგორც სიმდაბლე.
წიგნიდან „Спутник Христианина" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |